მსოფლიოში ცნობილმა ბლოგერებმა ბათუმში იმოგზაურეს

© photo: Ajara Tourism Department / FBუცხოელი ბლოგერები აჭარაში
უცხოელი ბლოგერები აჭარაში - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
გამოწერა
Facebook-ის, Instagram-ის, YouTube-ისა და სხვა სოციალური ქსელების ინფლუენსერებმა მათ მილიონობით მიმდევარს აჭარის რეგიონში დასვენების შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. ბათუმს პროექტის „ციფრული დღეები საქართველოში“ ფარგლებში მსოფლიოში ცნობილი ინფლუენსერები და ბლოგერები სტუმრობდნენ. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში შვიდი ქვეყნის 18-მა ბლოგერმა 10 დღის განმავლობაში საქართველოს თითქმის ყველა კუთხე მოინახულა. ინფლუენსერებმა აჭარაში სტუმრობისას ტურისტულად პოპულარული ადგილები დაათვალიერეს, მოინახულეს ბათუმის ბოტანიკური ბაღი, კატარღით ზღვაში გაისეირნეს.

ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2021
სეზონის ზღურბლზე: რა სიახლეები ელოდებათ ტურისტებს აჭარაში

ტურის მიმდინარეობისას ბლოგერებმა სოციალური ქსელების მეშვეობით საკუთარ მომხმარებლებს საქართველოს ტურისტული ადგილების ასობით ვიდეო- და ფოტოისტორია გაუზიარეს.

ბლოგერებმა ასევე ინდივიდუალურად და ჯგუფურად მოინახულეს: თბილისი, გუდაური, სტეფანწმინდა, ჯუთა, თრუსოს ხეობა, კახეთი, ვაშლოვნის ეროვნული ნაკრძალი, ქუთაისი, პრომეთეს მღვიმე, მესტია, უშგული, სამეგრელოს სოფლები და ბათუმი.

ტურის მონაწილეები სოციალურ ქსელებში პოპულარიზაციას უწევენ საქართველოს სათავგადასავლო, ეკო, კულტურულ ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს. შექმნილი მედია-პროდუქტი, სოციალურ ქსელებთან ერთად, მსოფლიოში გავლენიან საერთაშორისო პლატფორმა Steller-ის ვებ-გვერდზე განთავსდება.

საქართველოში ტურისტების მოზიდვაში მსოფლიოში პოპულარული ბლოგერები ერთვებიან>>

პროექტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ორგანიზებით გაიმართა. აჭარაში მედიატურს მხარდაჭერას აჭარის ტურიზმის დეპარამენტი უწევდა.

ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნება.

ყველა ახალი ამბავი
0