აჭარაში ტურისტული სეზონი იხსნება

© Sputnik / Seyran Baroyan ბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
გამოწერა
საქართველოს სახმელეთო საზღვრები 1 ივნისიდან იხსნება და მისი გადმოკვეთა შესაძლებელი იქნება ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. აჭარის რეგიონში ტურისტული სეზონი 15 ივნისს ოფიციალურად გაიხსნება, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე.

რამდენი ტურისტი ეყოლება წელს საქართველოს – ფინანსთა სამინისტროს პროგნოზი>>

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ტურისტული სეზონის გახსნასთან ერთად რეგიონში მაქსიმალურად იქნება დაცული ყველა რეკომენდაცია.

„ველოდებით მზარდ ტურისტულ ნაკადს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული სეზონისთვის მზადება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მაქსიმალური სიფრთხილით უნდა მოხდეს, რათა, ეკონომიკასთან ერთად, სტაბილური ეპიდვითარება შევინარჩუნოთ“, – განაცხადა რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ ახალი ატრაქციები არა მხოლოდ ბათუმში, არამედ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში იქნება.

ტურიზმის სფეროს განვითარებას ხელს შეუწყობს ის ფაქტი, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 1 ივნისიდან საქართველოში სახმელეთო საზღვარი გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით, ან ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხით. ამ შემთხვევაში პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებული იქნებიან მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ PCR–ტესტი.

მარიამ ქვრივიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
ტურიზმის და ავიაციის განვითარება: ეკონომიკის მინისტრის ახალი მოადგილის გეგმები

მიმდინარე წლის თებერვლიდან გახსნილია აგრეთვე კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ 2020 წლის 20 მარტიდან ჩაკეტილი საჰაერო საზღვრები.

გაზრდილია ან დამატებულია ავიარეისები ბათუმსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას შორის, მაგალითად, ბათუმის აეროპორტიდან ფრენები სრულდება კიშინიოვში, დუბაიში, ისრაელში, სტამბულში, მინსკში და სხვ. აჭარის მთავრობის მეთაურის თქმით, ბათუმში ყოველკვირეულად 60-ზე მეტი რეისი სრულდება.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიამ ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დააზარალა. საქართველოში ტურიზმის რეკორდული მაჩვენებელი 2019 წელს დაფიქსირდა, როდესაც საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, დარგიდან შემოსავალმა კი 3,3 მლრდ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით იყო ვარაუდი, რომ 2020 წელი უკეთესი იქნებოდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ ტურისტული ინდუსტრიის ყველა გეგმა და მოლოდინი ჩაშალა. 2020 წელს ტურიზმიდან შემოსავალი ყველაზე დაბალი – 427,7 ათასი დოლარი იყო, ხოლო საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 1.7 მლნ-ს შეადგენდა.

ყველა ახალი ამბავი
0