თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში 2020 წლის ნოემბერში 45 363 საერთაშორისო ვიზიტი შესრულდა, რაც გასული წლის ნოემბერთა შედარებით 91,6%–ით ნაკლებია, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
ანგარიშის მიხედვით, 41 139 ვიზიტი საერთაშორისო მოგზაურებმა განახორციელეს სახმელეთო გზით, 3 530 – საჰაერო, 507 – საზღვაო გზითა და 187 – რკინიგზით.
იმ 15 ქვეყნის ჩამონათვალი, საიდანაც საქართველოს ყველაზე ხშირად სტუმრობდნენ
ქვეყანა | ვიზიტორთა რაოდენობა | პროცენტული ცვლილებები |
თურქეთი | 17 780 | -78,2% |
სომხეთი | 8 510 | -92,7% |
საქართველო (არარეზიდენტები) | 4 582 | -88,6% |
აზერბაიჯანი | 3 902 | -96,6% |
რუსეთი | 3 788 | -95,4% |
უზბეკეთი | 1 785 | +42,6% |
უკრაინა | 1 177 | -90,9% |
ბელარუსი | 597 | -83,5% |
ყაზახეთი | 531 | -94,2 % |
ყირგიზეთი | 264 | -84,3% |
აშშ | 239 | -90,6% |
გერმანია | 234 | -93,6% |
ტაჯიკეთი | 222 | -58,8% |
საფრანგეთი | 218 | -86,7% |
ბულგარეთი | 209 | -70,9% |
ამგვარად, ერთადერთი ქვეყანა, საიდანაც 2020 წლის ნოემბერში უფრო მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა, ვიდრე 2019 წლის ნოემბერში, ეს უზბეკეთია (+42,6%).
ტურიზმის სააგენტოს მოჰყავს ასევე 2020 წლის 11 თვის მონაცემები, საიდანაც ჩანს, რომ საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 79,6%–ით შემცირდა, ხოლო სხვა, არატურისტული ვიზიტების რაოდენობა – 84,5%–ით.