18:21 15 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0062
  • 100 RUB4.4937
  • USD3.2935
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
ტურიზმი საქართველოში (295)
67 0 0

ამ დროისათვის მუზეუმ-ნაკრძალებში ვიზიტორთა მიღება დროებით შეზღუდულია.   დამთვალიერებელთა მიღება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ განახლდება.

თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. ქვეყანაში ეპიდემიური ვითარების ნორმალიზებისთანავე ვარძიისა და ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალების ადმინისტრაციები სამუზეუმო სივრცის ვიზიტორებს ელექტროტრანსპორტით მოემსახურებიან, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროტრანსპორტი ტურისტებს ტერიტორიაზე უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებაში დაეხმარება.

„ორი ტიპის ელექრომობილები კულტურული მემკვიდრეობის სივრცეებზე წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით გადანაწილდებიან. ორი ერთეული მცირეგაბარიტიანი მიკროავტობუსი ნოქალაქევის დამთვალიერებელს მოემსახურება, ხოლო ორი ერთეული სრულგაბარიტიანი მიკროავტობუსი ვარძიის კომპლექსის ვიზიტორებს ქვედა ტერასიდან ზედა ბაქანზე გადააადგილებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ტურისტებს ადმინისტრაცია სატრანსპორტო, კერძოდ, შიდაწვისძრავიანი ავტომობილებით მომსახურებას მხოლოდ ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში სთავაზობდა. სააგენტო აღნიშნულ ავტომობილებს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით ჩაანაცვლებს.

ვარძიის უძველესი სამონასტრო კომპლექსი>>

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მუზეუმ-ნაკრძალებში ვიზიტორთა მიღება დროებით შეზღუდულია.

თემები:
ტურიზმი საქართველოში (295)

მთავარი თემები