10:43 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
ტურიზმი საქართველოში (293)
103 0 0

National Geographic-მა საქართველოს ერთ-ერთი რეგიონი – მთაგორიანი სვანეთი მსოფლიოში საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დაასახელა.

თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ტურიზმის სფეროში კრიზისი მინიმალური დანაკარგებით გადაიტანოს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა გავლენიანი გამოცემის კონკურსის შედეგების შეფასებისას. 

ტურისტული სექტორი, რომელშიც დაახლოებით 150 ათასი ადამიანია დასაქმებული, კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა, ამიტომაც ტურიზმთან დაკავშირებული დარგების დახმარება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია.

„პოსტპანდემიურ პერიოდში ბევრი და ხარისხიანი ახალი გამოწვევები იქნება, თუმცა სახელმწიფო და ბიზნესი მაქსიმალურად მობილიზებულია ამ კრიზისული პერიოდის მინიმალური დანაკარგებით დაძლევისთვის. და ეკონომიკური სტიმულირებისთვის მიღებული ზომები, რასაც საქართველოს მთავრობა პანდემიის პირველივე ეტაპიდან თანმიმდევრულად ახორციელებს, აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ“, – განაცხადა ნადარეიშვილმა.

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ჟურნალმა National Geographic-მა სვანეთის რეგიონი 2021 წელს მსოფლიოს 25 საუკეთესო მიმართულებას შორის დაასახელა, რომელსაც ტურისტები პოსტპანდემიურ პერიოდში უნდა ეწვიონ.

„ის, რომ National Geographic-მა საქართველო და, კერძოდ, სვანეთი მსოფლიოში საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დაასახელა, კიდევ ერთი სტიმულია ჩვენთვის, რათა 2021 წელს ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა დავიწყოთ“, – განაცხადა ნადარეიშვილმა. 

რთულ მდგომარეობაში მყოფი ტურისტული სექტორის დახმარება საქართველოს ხელისუფლებამ პანდემიის პირველივე დღეებში დაიწყო. ტურიზმთან დაკავშირებული 6 118 კომპანიისთვის 1 ნოემბრამდე ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები გაუქმდა.

გარდა ამისა, 2,2 ათასმა სასტუმრომ ექვსი თვის განმავლობაში საბანკო სესხების 80%-ის სუბსიდირება მიიღო. ამასთან კომპანიებს საკუთარი სესხების რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობა მიეცათ.

სახელმწიფო სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მცირე და საოჯახო სასტუმროების თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში განცხადებების მეოთხე ნაკადის მიღება დაიწყო. სააგენტო დაფარავს მეწარმეების სესხის პროცენტებს წლის განმავლობაში.

პროგრამის მიზანია დაეხმაროს საოჯახო, მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებს კომერციული ბანკების წინაშე ფინანსური ტვირთის შემსუბუქებასა და ბაზარზე ოპერირების გაგრძელებაში.

თემები:
ტურიზმი საქართველოში (293)

მთავარი თემები