აჭარაში განვითარდება ექსტრემალური ტურიზმი – კანიონინგი

© Sputnik / Murad Orujovჩანჩქერი აჭარაში
ჩანჩქერი აჭარაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში კანიონინგის პოპულარიზება დაიწყო – აჭარაში ტურიზმის ამ ექსტრემალური სახეობისთვის უკვე იქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. აჭარაში, სადაც ზღვასთან ერთად ულამაზესი მთები და ჩანჩქერებია, კანიონინგისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყეს, იუწყება რეგიონის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პრეს-სამსახური.

კანიონინგი – ესაა კანიონების გადალახვა მცურავი საშულებების გარეშე, სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით: კლდეზე ცოცვა, თოკით დაშვება, წყალში ხტომა, ცურვა და სხვ.

კანიონინგისთვის ინფრასტრუქტურა უჩხოს ხეობაში 12 კასკადოვან ჩანჩქერზე ეწყობა. ამ ეტაპზე უკვე მოწყობილია 22 სადგური, სადაც თავგადასავლების მოყვარულები უჩხოს კილომეტრ-ნახევრიანი კანიონის დალაშქვრასა და ჩანჩქერებზე დაშვებას შეძლებენ.

„უჩხოსწყლის ხეობა გამორჩეულია კასკადოვანი ჩანჩქერების რაოდენობითა და ბიომრავალფეროვნებით, რამაც საშუალება მოგვცა, აჭარაში პირველად შეგვექმნა ტურისტული პროდუქტი კანიონერებისთვის. ჩანჩქერებიდან ყველაზე მაღალი, სადაც კანიონერები თოკით დაშვებას შეძლებენ, 25 მეტრია, რაც საკმაოდ მიმზიდველი იქნება ახალი ემოციებისა და თავგადასავლების მაძიებლებისთვის“, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლელა გოგუაძემ.

ველოსიპედისტები - Sputnik საქართველო
მთიან აჭარაში ველობილიკები ეწყობა

მისი თქმით, სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია უჩვეულო და საინტერესო ტურისტული პროდუქტების შექმნა მაღალმთიან აჭარაში, რაც მეტი რაოდენობის ტურისტებს მიიზიდავს.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით პროგრამა ENPARD-ს ფარგლებში.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე 2015 წლიდან მუშაობს. სააგენტოს მიერ ამ დროისათვის აჭარაში მარკირებულია 15 ტურისტული მარშრუტი. მიმდინარეობს მუშაობა სხვა ტურისტული პროდუქტების შექმნაზეც.

ყველა ახალი ამბავი
0