იორდანია საქართველოს თავის საზღვრებს უხსნის

© photo: Sputnik / Alexander Melnikov / გადასვლა მედიაბანკშიიორდანია
იორდანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მგზავრებს იორდანიაში ჩასვლისას არ მოუწევთ კარანტინის გავლა, თუმცა უნდა წარადგინონ კორონავირუსზე მანამდე ჩატარებული ტესტის პასუხი.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. თითქმის ხუთთვიანი კარანტინის შემდეგ იორდანია ფრენებს განაახლებს საქართველოსთან და კიდევ 21 ქვეყანასთან.

ავიამიმოსვლა 5 აგვისტოს აღდგება. იორდანიამ ე.წ. მწვანე ქვეყნების სიაში საქართველოსთან ერთად შეიყვანა ავსტრია, კანადა, ჩინეთი, იტალია და სხვ.

ავიაკომპანია Belavia  - Sputnik საქართველო
„ბელავიამ“ საქართველოში ფრენები 15 აგვისტომდე გადაავადა

ტელეარხ Rustavi 2-ის ინფორმაციით, იორდანიაში ჩასვლისას მგზავრებს არ მოუწევთ კარანტინის გავლა, თუმცა უნდა წარადგინონ მანამდე გაკეთებული ტესტი კორონავირუსზე. ქვეყნების ჩამონათვალი, ქვეყნებში არსებული ეპიდემიური ვითარების გათვალისწინებით, ყოველ ორ კვირაში ერთხელ განახლდება.

იორდანიაში სულ გამოვლენილია კორონავირუსის 1 168 შემთხვევა. გარდაიცვალა 11 ადამიანი.

საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრები გახსნეს შვეიცარიამ, უნგრეთმა, გერმანიამ, ლატვიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, იტალიამ, კვიპროსმა და სხვა ქვეყნებმა.

თვითმფრინავით მესტიასა და ამბროლაურში: შიდა ფრენები განახლდა>>

საქართველომ, თავის მხრივ, თავისი საჰაერო საზღვრები გახსნა ხუთი ქვეყნისთვის. ამ ქვეყნების – გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის მოქალაქეებს ქვეყანაში ჩამოსვლა უპირობოდ შეუძლიათ.

ყველა ახალი ამბავი
0