07:05 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
ტურიზმი საქართველოში (284)
128 0 0

აღნიშნული პროგრამა ქვეყნის საზღვრების გახსნის გეგმის ნაწილია და ტურიზმის ინდუსტრიის მხარდაჭერას ისახავს მიზნად

თბილისი, 23 ივლისი - Sputnik. მსოფლიოში პოპულარული სამოგზაურო პლატფორმა „ლონლი პლანეტი“ (Lonely Planet) საქართველოს მთავრობის ახალ პროექტზე „იმუშავე დისტანციურად საქართველოდან“ სტატიასა და ვიდეორგოლს აქვეყნებს, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი პროექტის ფარგლებში საქართველოს მთავრობა ნებას აძლევს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს ესტუმრონ და დისტანციურად იმუშაონ. ხელისუფლება საერთაშორისო ვიზიტორებს საქართველოში ექვს თვეზე მეტი ხნით ცხოვრების უფლებას სთავაზობს.

„პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო ციფრული და მზარდი ტურისტული მიმართულების ცენტრად ყალიბდება. კორონავისურსით გამოწვეულ კრიზისს საქართველომ მყისიერი პასუხი გასცა, შედეგად ამ ქვეყანაში ინფექციის მხოლოდ 1000 შემთხვევაა დაფიქსირებული“, - ნათქვამია სტატიაში.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობის სურვილია მოიზიდოს „ფრილანსერები“ და თვთდასაქმებულები, რათა მათ იცხოვრონ და იმუშაონ საქართველოდან.

პროექტის მიხედვით,  საქართველო დისტანციურად მომუშავე პირებს გრძელვადიანი პერიოდით ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობას აძლევს. დაინტერესებულმა პირებმა ონლაინ-აპლიკაცია უნდა შეავსონ და დადასტურება მიიღონ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით,  პროექტი „იმუშავე დისტანციურად საქართველოდან“ უსაფრთხოების ზომების დაცვით განხორციელდება და უცხოეთის მოქალაქეების შემოსვლა მოხდება დიდი სიფრთხილით, მათ შორის საკარანტინო სივრცეების გამოყენებით.

 

თემები:
ტურიზმი საქართველოში (284)

მთავარი თემები