11:09 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
95 0 0

ტურიზმი წლების განმავლობაში ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგი იყო და მთავრობის თუ არასამთავრობო სექტორის მხრიდან მისი მასტიმულირებელი არაერთი ღონისძიება გატარებულა.

შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები შიდა ტურიზმზე მნიშვნელოვან გათვლებს ვერ აკეთებენ და არც იმის მოლოდინი აქვთ, რომ საერთაშორისო ტურისტებისთვის ქვეყნის გახსნის შემდეგ მათი აქტივობა იმდენად დიდი იქნება, რომ პანდემიის პირობებში არსებული ზარალი დააკომპენსიროს.

რა შეიძლება მოვიფიქროთ იმისთვის, რომ არც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დაიძაბოს, არც ეკონომიკა ჩავკლათ საბოლოოდ და არც ზაფხულის ცხელი დღეები გავატაროთ ოთხ კედელში? ვიფიქრეთ, და... 2020 წლის უცნაურ ზაფხულში ჩვენს მთებში, დაცულ ტერიტორიებზე თუ ზღვაზე ერთ-ორ-დღიან ტურებში მაინც უნდა გავილაშქროთ.

Вид на горы в регионе Мцхета Тианети со смотровой площадки у монастыря Джвари
© Sputnik / Alexander Imedashvili
მცხეთა-მთიანეთის რეგიონი

წელსაც, ტრადიციულად, პოპულარულია მთის ტურები

ტურისტული კომპანიები, რომლებიც შიდა ტურიზმე მუშაობდნენ, დღეს უფრო მეტად გააქტიურდნენ სალაშქრო, სათავგადასავლო, საექსკურსიო, კულტურული ტურების მიმართულებით თუშეთში, სვანეთში, მაღალმთიან აჭარაში, რაჭაში, სტეფანწმინდასა და კახეთში.

თამამად შეიძლება ითქვას, საქართველოში გერგეტის სამებიდან ხედი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. გასაკვირი არცაა, ყაზბეგი და გერგეტის სამება დღესაც ერთ-ერთი ის ტურისტული ადგილია, სადაც ყველაზე ხშირად ჩადიან. ტაძართან მოსახვედრად რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა ან ჯიპ-ტურით გასეირნება მოგიწევთ. სანამ სამებამდე ახვალთ, შეგიძლიათ მოინახულოთ ანანურის სამონასტრო კომპლექსი, გუდაურის გადასახედი, ვეძა - მჟავე წყლები, დარიალის ხეობა, დარიალის სამონასტრო კომპლექსი, გველეთის ჩანჩქერი და კიდევ ბევრი სხვა. ამ ყველაფრის ნახვა ერთ დღეში თავისუფლად შესაძლებელია, ამიტომ ერთდღიანი ტურის ღირებულებაც შესაბამისად ადეკვატურია და 25 ლარიდან იწყება. 

ეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი: გომის მთა პროექტში „სეზონები - ფოტოდღიური“
ეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი: გომის მთა პროექტში „სეზონები - ფოტოდღიური“

სათავგადასავლო ორდღიანი ჯიპ-ტური გომის მთაზე წლიდან წლამდე თანდათან უფრო პოპულარული ხდება. გომის მთა ზღვის დონიდან 2100-2700 მეტრზე მდებარეობს, გარშემორტყუმულია წიწვოვანი ტყითა და წყაროებით. სუფთა ჰაერი, ნაძვისა და სოჭის ტყეები, მთები ალპური მინდვრებით, უეცრად ჩამოწოლილი ნისლი, მთის ფერდობებიდან ამოსული მზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. თუ ერთხელ მაინც იმოგზაურებთ გომის მთაზე,  დამერწმუნეთ, ამას ვერასოდეს დაივიწყებთ. თუ კარავში ღამის გათევის იდეა არ გხიბლავთ, ახლომდებარე სოფელში ხის სახლებში შეგიძლიათ დაბინავდეთ, თუმცა მათი უმეტესობა მიტოვებულია და პირობებიც შესაბამისი დაგხვდებათ. ლაშქრობის ღირებულება 50 ლარიდან იწყება.

ტურისტულ კომპანიებს დღეს საქართველოს მასშტაბით უამრავი მოკლე ტური (1-2-დღიანი) აქვთ, თქვენც ასარჩევად გაქვთ საქმე. თუ რაჭაში სათავგადასავლო-შემეცნებით ტურს აირჩევთ, ტურისტული სააგენტოების უმეტესობა გთავაზობთ მოინახულოთ ნაქერალას უღელტეხილი, ცხრაჯვარის ქედი, შაორის ხეობა და ტბა, კურორტი უწერა, ღები, სოფელი გონა, შოვი, ნიკორწმინდა, ჭელიშის უდაბნოს მონასტერი, ხოტევი, ბარაკონი, ცხრაჯვარის ქედი. აქ სტუმრების აღტაცებას იწვევს მხარის მთიანეთი, კავკასიონის ჭაღარა მწვერვალები და მთაგრეხილები, მდინარეები და ჩანჩქერები, მრავალრიცხოვანი ტყის მასივები და გავრცელებული ცხოველ–ფრინველები, ბუნებრივი გამოქვაბულები და მღვიმეები, უღელტეხილები, ალპური სათიბ–საძოვრები, ულამაზესი გზა – ბილიკები, წყალსაცავები... ყველაფერს თავისი ფასი აქვს და მსგავსი ტურის ღირებულებაც 75 ლარიდან იწყება.

Бурные воды горной реки
© Sputnik / Alexander Imedashvili
მთის მდინარე

თუ დასვენებისა და სპორტული აქტივობის მომხრე ხართ, წელს უამრავმა ტურისტულმა სააგენტომ ჯომარდობის ტურებიც დაამატა. ლამაზი ბუნების თანხლებით მდინარეზე ჯომარდობა 60-70 ლარი დაგიჯდებათ. ღირებულებაში შედის საჯომარდო აღჭურვილობა - ჩაფხუტი და სამაშველო ჟილეტი, სერტიფიცირებული ინსტრუქტორის მომსახურება, მგზავრობა მიკროავტობუსით და ჯომარდობაში მონაწილეობის საფასური.

„Sputnik–საქართველომ“ და ტურისტულმა პორტალმა Turebi.ge შეადგინა სტატისტიკა, სადაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე პოპულარული ტურების ტოპ-სამეულია. ესენია: 1. ლავანდების პლანტაცია, ბოდბე, ყვარელი - ილიას ტბა; 2. კაპროვანი და მარტვილის და ოკაცეს კანიონების ერთდღიანი ტური.

ლავანდის ველი
© photo: Sputnik / Taras Latvinenko
ლავანდის ველი

მას შემდეგ, რაც 15 ივნისს შიდა ტურიზმი გაიხსნა, შიდა ტურებში მოგზაურობის მსურველთა რაოდენობაზე მიკროავტობუსებში შეზღუდვები დაწესდა. თუმცა ტურისტული კომპანიების დიდი უკმაყოფილების შემდეგ მოგზაურობის დაწყებამდე მხოლოდ თერმოსკრინინგის გავლა მოგიწევთ, და არ დაგავიწყდეთ თან იქონიოთ პირბადე.

ტურისტულმა სააგენტოებმა შიდა ტურები დაამატეს, მსურველები კი ბევრნი არიან...

შიდა ტურებს სიახლეებთან ერთად ბევრი სხვა დადებითი თვისებაც აქვს. სხვა ადამიანებთან შეხვედრა ბევრად მარტივია, მით უმეტეს, თუ გახსნილი ხართ ურთიერთობებისთვის და მარტივად შედიხართ კონტაქტში უცხო ადამიანებთან, სწავლობთ იყოთ სრულიად დამოუკიდებელი, იძულებული ხართ დაძლიოთ თქვენი სიმორცხვე და ერთი უარყოფითი მხარე – თქვენ სხვა ადამიანებზე ხართ დამოკიდებული, რომ ფოტოები გადაგიღონ.

 

მთავარი თემები