20:28 06 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1147)
110 0 0

საერთაშორისო ტურიზმის გახსნა აქტუალური საკითხია არა მხოლოდ მთავრობისთვის, რომელიც ამ სფეროს ეკონომიკის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად მიიჩნევს, არამედ ეპიდემიოლოგებისთვისაც, რომლებიც ამაში გარკვეულ რისკებს ხედავენ.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ტურიზმის გააქტიურება გარკვეულ რისკებს შეიცავს, რადგან კორონავირუსის ინფექცია, ძირითადად, მოგზაურებს გადააქვთ, განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ.

საქართველო საერთაშორისო ტურისტების მიღებას 1 ივლისიდან აპირებს, თუმცა ქვეყანაში საჰაერო მიმოსვლის აღდგენამ 31 ივლისამდე გადაიწია.

„რა თქმა უნდა, საფრთხეს შეიცავს ტურიზმის გააქტიურება, ვინაიდან ძირითადად ინფექცია მოგზაურებს გადააქვთ. საქართველო ამ გადაადგილების წესს ძალიან კარგად იცავდა, თუნდაც კარანტინის ზონები გვაქვს. რაც უფრო მეტს ვიმოგზაურებთ, შანსი იმისა, რომ რაღაც მოხდეს, უფრო გაიზრდება. მაგრამ იმ პრინციპით, რა პრინციპითაც ჩვენ ვმოქმედებთ, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი რისკები", – განაცხადა გოფოძემ.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხე მოიმატებს საზღვრებისა და ტურიზმის გახსნასთან ერთად, მაგრამ ეს სფერო მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის, საქართველო ვერ გაჩერდება, აღნიშნა გოფოძემ. მისი თქმით, საჭირო იქნება მეტი სიფრთხილე და ნაკადების მართვა იმგვარად, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ ინფექციის გავრცელება.

გოფოძემ ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია საზაფხულო დასვენების დროს ყველა არსებული რეკომენდაციის დაცვა.

„ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, რადგან გაიხსნა შიდა ტურისტული მარშრუტები, ჩვენი მოქალაქეები უფრო ამოძრავდებიან. ადამიანებმა უნდა დაისვენონ, უნდა წავიდნენ და ტურიზმს მხარი დაუჭირონ. ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია, ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ადრე არსებობდა, უნდა დაიცვან. უნდა დაიცვან დისტანცირება, მოერიდონ მასობრივ თავყრილობებს. დანარჩენი – აქტიური დასვენება და სუფთა ჰაერი კოვიდის დამარცხების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია", – განაცხადა გოფოძემ.

„აღმოაჩინე ის, რაც შენია“ – რას ითვალისწინებს შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია>>

ტურისტული სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიისგან. საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის საზღვრები მიმდინარე წლის მარტში დაკეტა. ტურისტების არარსებობა და ეკონომიკის დამოკიდებულება ამ სფეროზე ნეგატიურად აისახა მშპ-ზეც. მისი ვარდნა 2020 წელს 4%-ის დონეზეა პროგნოზირებული.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1147)

მთავარი თემები