20:31 11 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6138
  • 100 RUB4.1709
  • USD3.0743
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1071)
469 0 0

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსული ინფექციით დაავადებულთა რაოდენობა მსოფლიოში 9,3 მილიონს აღწევს

თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. ევროპამ წარმოადგინა პირობები, რომლებსაც საზღვრების გახსნის შემდეგ შენგენის ზონაში, ასევე სკანდინავიის ნახევარკუნძულის ქვეყნებში ტურისტებისთვის დააწესებს. ამის შესახებ Reuters-ი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ხორვატიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების პროექტზე დაყრდნობით იუწყება.

დოკუმენტის თანახმად, ტურისტებს ევროკავშირის ქვეყნები მიიღებენ ქვეყნებიდან, სადაც ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური ვითარება ისეთივე ან უკეთესია, ვიდრე ევროპაში. ამასთან, ვითარება უნდა იყოს სტაბილური ან შეინიშნებოდეს გაუმჯობესება, ხაზს უსვამენ დოკუმენტის ავტორები.

დოკუმენტში აღნიშნულია ასევე, რომ სახელმწიფოებს შეაფასებენ ტესტირებების რაოდენობისა და სხვა მაჩვენებლების თვალსაზრისით, მონაცემები კი ორ კვირაში ერთხელ გადაიხედება.

სავარაუდოდ, ასეთი ქვეყნების სიაში მოხვდებიან ის სახელმწიფოები, რომლებშიც 14 დღის განმავლობაში ყოველ 100 ათას ადამიანზე ინფიცირების 16-20 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. Reuters-ი აღნიშნავს, რომ მითითებულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ რუსეთი, აშშ, მექსიკა, საუდის არაბეთი, სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოთა დიდი ნაწილი. 

Reuters-ის ინფორმაციით, ევროპელმა დიპლომატებმა სააგენტოს ანონიმურად აცნობეს, რომ ეჭვი ეპარებათ დოკუმენტის ამ ფორმით მიღებაში. „როგორც ჩანს, ეს რეკომენდაციები სურვილს უფრო ასახავს, ვიდრე რეალობას“, - განმარტა ერთ-ერთმა მათგანმა.

საინტერესოა, რომ შეზღუდვების საბოლოო ვარიანტი საზღვრების გახსნამდე, კერძოდ, 1 ივლისამდე, შეთანხმდება.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1071)

მთავარი თემები