02:54 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
ტურიზმი საქართველოში (276)
170 0 0

რომელი ქვეყნებიდან მიიღებს პირველ ტურისტებს საქართველო საზღვრების გახსნის შემდეგ – ამის თქმა რთულია, ქვეყნებში, ვისთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ვითარება მუდმივად იცვლება.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, პოლონეთთან, ჩეხეთთან და ავსტრიასთან ტურიზმის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ამ დღეებში რიგ ქვეყნებში, რომლებთანაც მოგზაურობის განახლების შესახებ მოლაპარაკებები, პრაქტიკულად, დასკვნით სტადიაში იყო, ეპიდვითარება მკვეთრად გაუარესდა. მაგალითად, ისრაელმა საქართველოს ხელისუფლებას ტურისტული მიმოსვლის აღდგენის ორი კვირით გადადება სთხოვა.

რაც შეეხება ბალტიისპირეთის ქვეყნებს, აქ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი დაახლოებით ერთნაირია. ესტონეთში 1965 ინფიცირებულია, მათგან გამოჯანმრთელებულია 1697, გარდაცვლილია 69; ლატვიაში ინფიცირებულია 1084 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 818, გარდაცვლილია 26 პაციენტი; ლიეტუვაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა შეადგენს 1752 ადამიანს, მათგან გამოჯანმრთელებულია 1372, გარდაცვლილია 74 პაციენტი.

ბოლო დღეებში ესტონეთში ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ლიეტუვაში – 19, ლატვიაში – ორი.

კორონავირუსის გამოსავლენად ბალტიის ქვეყნებში აქტიურად იყენებენ ტესტირებას. მაგალითად, ლიეტუვაში ერთი დღე-ღამის განმავლობაში სულ 5 396 ტესტი ჩატარდა, მთელი ამ დროის განმავლობაში კი 350 788 ანალიზია ჩატარებული.

ბალტიის ქვეყნებმა შიდა საზღვრები 15 მაისს გახსნეს. შესაბამისი გადაწყვეტილება 6 მაისს ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრების ვიდეოკონფერენციის დროს იქნა მიღებული.

რაც შეეხება ავსტრიასა და ჩეხეთს, აქ კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება სტაბილურია. შემთხვევების ზრდა დასტაბილურდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი იზრდება.

ავსტრიაში ინფიცირებულია 17 005 ადამიანი, მათგან გამოჯანმრთელდა 15 910, გარდაიცვალა 673.

ჩეხეთში 8 824 შემთხვევაა რეგისტრირებული, გამოჯანმრთელებულია 7 111 ადამიანი, გარდაცვლილია 330 პაციენტი.

დადებითი სტატისტიკის წყალობით ჩეხეთის მთავრობამ ავსტრიასთან და გერმანიასთან, 15 ივნისიდან კი შვეიცარიასთან, ფინეთთან და ბალტიის ქვეყნებთან საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. უკვე ნებადართულია მოგზაურობა უნგრეთსა და სლოვაკეთში.

ავსტრიის მთავრობა 15 ივნისიდან შეზღუდვების შერბილების მეორე ეტაპზე გადასვლას გეგმავს – პირბადის ტარება სავალდებულო იქნება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებში, ასევე იმ ადგილებში, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა რთულია, მაგალითად, საპარიკმახეროებში.

რაც შეეხება პოლონეთს, აქ ბოლო კვირაში კორონავირუსით ინფიცირების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. უქმეებზე ქვეყანაში 1 151 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის, ერთ დღეში რეკორდული რაოდენობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში. შაბათს, 6 ივნისს 756 შემთხვევა გამოვლინდა – ყველაზე დიდი რაოდენობა პანდემიის დაწყებიდან.

პოლონეთში სულ 28 201 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან გამოჯანმრთელდა 13 411 ადამიანი, გარდაიცვალა 1 215 პაციენტი, 24 ადამიანი ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც იზრდება საქართველოში. ამ დროისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 831-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 694 ადამიანი, გარდაიცვალა 13 პაციენტი.

თემები:
ტურიზმი საქართველოში (276)

მთავარი თემები