02:45 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
ტურიზმი საქართველოში (276)
144 0 0

ქვეყნის პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობა ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს ხვადასხვა ქვეყანასთან ტურისტული მიმოსვლის დაწყების შესახებ, თუმცა ზოგიერთმა ქვეყანამ, თვითონ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ცოტა ხანს მოცდა ითხოვა.

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის გახსნით ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზრდება, მაგრამ ეს არ უნდა აღვიქვათ, როგორც კატასტროფა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შიდა ტურიზმი აღდგეს 15 ივნისიდან, ხოლო უცხოელი მოგზაურებისთვის ქვეყანა 1 ივლისიდან გაიხსნას.

„როცა ტურიზმი გაიხსნება, აუცილებლად იქნება შემთხვევების მატება, მაგრამ მინდა დავამშვიდო მოსახლეობა, რომ ეს არ უნდა აღვიქვათ, როგორც კატასტროფა... პაციენტების გარკვეულ, გონივრულ რაოდენობას, იქნება დღეში ახალი 10 პაციენტი თუ 20, ჩვენი კლინიკური სექტორი თავისუფლად გაუმკლავდება“, – განაცხადა ცერცვაძემ პირველი არხის ეთერში.

ინფექციონისტის თქმით, ჯერჯერობით რთულია იმაზე აუბარი, იქნება თუ არა საქართველოში ვირუსის ახალი ტალღა.

„არავინ არ იცის, მეორე ტალღა იქნება თუ არა და რა სიძლიერის იქნება, რადგან ჯერ ვერ გაირკვა ორი მთავარი რამ – ახასიათებს თუ არა კორონავირუსს სეზონურობა. საქართველოს მაგალითზე თითქოს ახასიათებს, მაგრამ მსოფლიოს მაგალითზე – არა. თუ საქართველოში ახასიათებს სეზონურობა, სომხეთი აქვე არ არის? იქ რატომ არ ახასიათებს სეზონურობა, რატომ იზრდება ინფიცირების შემთხვევები?.. და, მეორე – ტოვებს თუ არა ის მყარ იმუნიტეტს. ამ ორი მნიშვნელოვანი ფაქტის გარეშე ყველაფერი არის მარჩიელობა და ვარაუდი – იქნება თუ არა მეორე ტალღა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ისრაელი „მწვანე ქვეყნების" სიიდან ამოიღეს: ვის გაუხსნის საზღვრებს საქართველო>>

ცერცვაძე მიიჩნევს, რომ მეორე ტალღა იქნება, მაგრამ ნაკლებად ძლიერი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა ყველა რეკომენდაციას დაიცავს.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. 11 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში 828 ინფიცირებულია, აქედან გამოჯანმრთელდა 694, გარდაიცვალა 13 ადამიანი.

თემები:
ტურიზმი საქართველოში (276)

მთავარი თემები