17:47 08 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4463
  • 100 RUB4.2402
  • USD3.0552
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
ტურიზმი საქართველოში (261)
70 0 0

ავიაკომპანია საქართველოს რეკომენდაციას უწევს როგორც ერთ-ერთ ყველა ზე უსაფრთხო ქვეყანას პანდემიის პირობებში მოგზაურობისთვის

თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. ავიაკომპანია Airbaltic-მა საქართველო იმ შვიდი ქვეყნის სიაში შეიყვანა, რომლებსაც რეკომენდაციას კორონავირუსის პანდემიის შემდეგ საზაფხულო ტურისტული სეზონისთვის უწევს.

ტურიზმი COVID-19-ის პანდემიის პერიოდში - საქართველოში სასტუმროებს რეკომენდაციებს აძლევენ >>

Airbaltic-ის სტატიაში სახელწოდებით „ქვეყნები თქვენი უცხოური საზაფხულო მოგზაურობისთვის“ საქართველო დასახელებულია საბერძნეთთან, კვიპროსთან, ესპანეთთან, იტალიასთან, პორტუგალიასა და ხორვატიასთან.

„თბილისის ყოველდღიური ცხოვრება მთის ბობოქარ მდინარეს წააგავს. ამ ქვეყნის მონახულება ივლისიდან იქნება შესაძლებელი და მისი შეყვარება ძალიან ადვილია. ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ ფრენის წინ, იპოვით საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე. იქვე ქვეყნდება მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტურისტებისათვის, მოგზაურობის პირობების შესახებ“, - ნათქვამია სტატიაში.

Airbaltic-ი მოგზაურებს ურჩევს ასევე მცხეთის და კახეთის რეგიონის მონახულებას და ხაზს უსვამს ქართული კულინარიული და ღვინის ტურების უნიკალურობას.

კორონავირუსის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის წყალობით ხელისუფლებამ 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის განახლება, 1 ივლისიდან კი უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

ამ დროისათვის უკვე 20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ საქართველოში ფრენების აღდგენის სურვილი გამოთქვა.

წინასწარი მონაცემებით, პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებს, ისრაელი გახდება. გარდა ამისა, აღნიშნულ საკითხზე საქართველო აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ავსტრიასთან, ბალტიისპირეთთან და მეზობელ ქვეყნებთან.

ტურისტული ინდუსტრიის აღორძინების ამბიციური გეგმის რეალიზაციისთვის, რომელიც პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა და შემოსავლების 70% დაკარგა, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყანა წარადგინოს როგორც უსაფრთხო ტერიტორია. საქართველოში ჩამოსული ტურისტები ე.წ. „მწვანე ზონებში“ დაისვენებენ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სრული უსაფრთხოება როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

თემები:
ტურიზმი საქართველოში (261)

მთავარი თემები