17:49 12 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (230)
79 0 0

სალომე ზურაბიშვილმა და ილირ მეტამ ორ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ალბანელ კოლეგა ილირ მეტასთან სატელეფონო საუბარი გამართა - მხარეებმა პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის თანდათანობითი გახსნის სტრატეგია და პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის შესაძლებლობა განიხილეს, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

პრეზიდენტებმა კრიზისის პირობებში მცირე სახელმწიფოების თანამშრომლობის მნიშვნელობა აღნიშნეს. ითქვა, რომ საქართველომ და ალბანეთმა გლობალურ საკითხებში თანამშრომლობის გზები უნდა იპოვონ.

სახელმწიფოების მეთაურებმა განიხილეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და დღეისათვის აქტუალური თემა - უსაფრთხო ტურისტული დერეფნის საკითხი.

4 ივნისის მონაცემებით, ალბანეთში კორონავირუსი 1197 მოქალაქეს დაუდგინდა, აქედან 898 გამოჯანმრთელდა, 33 გარდაიცვალა (ქვეყნის მოსახლეობა 2 845 955 ადამიანს შეადგენს, ამ დროისათვის ფიქსირდება 266 აქტიური შემთხვევა, ბოლო გარდაცვალება 27 მაისს მოხდა).

საქართველომ და ალბანეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წელს დაამყარეს. იმ დროიდან ქვეყნები საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობენ.

 

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (230)

მთავარი თემები