თურნავა: საქართველოს სასტუმრო სექტორმა მოქნილობა გამოავლინა და ახალ ნორმებზე აეწყო

გამოწერა
საქართველო ტურისტებს ელოდება იმ ქვეყნებიდან, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მეტ-ნაკლებად საქართველოს ვითარებას ჰგავს, განაცხადა მინისტრმა.

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოს არ სჭირდება დამატებითი დრო ტურიზმის ინდუსტრიის ადაპტაციისთვის, რადგან ეს საქმიანობა ჩვენს ისტორიულ ტრადიციებთან ძალიან ახლოსაა, ჩვენ ხშირად ვამბობთ „სტუმარი ღვთისაა“, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გაზეთ Washington Post-თან ინტერვიუში.

საქართველოს სასტუმრო სექტორმა მოქნილობა გამოავლინა და ახალ ნორმებზე აეწყო, ამიტომ საქართველო, შესაძლოა, ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა, რადგან იცავს პროტოკოლებს, აღნიშნა მინისტრმა.

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
თბილისი ევროპის ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებად დასახელდა

გამოცემამ საქართველოს დიდი სტატია მიუძღვნა, რომელშიც ქვეყანას ტურიზმისთვის უსაფრთხოს უწოდებს კორონავირუსის პანდემიის ფონზე.

როგორც თურნავამ ინტერვიუში განაცხადა, საქართველო თავის საზღვრებს ტურიზმისთვის 1 ივლისიდან გახსნის, მაგრამ ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება. 

საქართველო ტურისტებს ელოდება იმ ქვეყნებიდან, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მეტ-ნაკლებად საქართველოს ვითარებას ჰგავს, განაცხადა მინისტრმა.

„ზოგიერთი ქვეყნიდან შემოსულ ტურისტს, შესაძლოა, დასჭირდეს კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი შედეგის წინასწარ წარმოდგენა. სამწუხაროდ, ყველა ქვეყანა თანაბარ მდგომარეობაში არ არის და ნებისმიერი ტურისტისთვის ჩვენი ბაზრის გახსნა გაანადგურებს ჩვენს უსაფრთხოებას, თუმცა გვჯერა, რომ პანდემიასთან ბრძოლის შემდეგ სულ უფრო მეტი ქვეყანა შემოუერთდება ჩვენს უსაფრთხო დერეფანს’’, – განაცხადა თურნავამ.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ კორონავირუსული პერიოდის ახალ პირობებში საქართველო ახლებურად გაუწევს პოპულარიზებას ტურისტულ ღონისძიებებს, როგორიც, მაგალითად, ღვინის რეგიონში და ეროვნულ პარკებში სტუმრობაა.

საზღვრები არ გაიხსნება: რას ნიშნავს ტურისტული სეზონის გახსნა საქართველოში>>

გარდა ამისა, საქართველოში ზოგიერთი რეგიონი „მწვანე ზონად“ არის გამოცხადებული, რაც მას ტურისტებისთვის ექსკლუზიურს ხდის.

ყველა ახალი ამბავი
0