08:35 09 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4507
  • 100 RUB4.3040
  • USD3.0594
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1169)
146 0 0

ღამის კლუბებისთვის რაიმე სახის ანტიკრიზისული შეღავათების დაწესება არ იგეგმება, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოში ტურისტული ინდუსტრია ათ დღეში თითქმის მთლიანად გაიხსნება, რასაც ღამის კლუბების გახსნაც მოჰყვება, განაცხადა ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

რომელი შეზღუდვის მოხსნაა ყველაზე მეტად სარისკო - თენგიზ ცერცვაძის მოსაზრება>>

მისი თქმით, მთავრობა აცნობიერებს, რომ ნებისმიერ ბიზნესს სურს, რაც შეიძლება მალე შეუდგეს ნორმალურ მუშაობას.

„აბსოლუტურად გაგებით ვეკიდებით მოთხოვნას, რაც მოდის, მათ შორის, ღამის კლუბებისგან, რადგან ღამის კლუბები, ღამის ეკონომიკა, გართობის ინდუსტრია – არის ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის ნაწილი. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ შევძელით და ეპიდემიის ეფექტური მართვის შედეგად მოვახერხეთ და უფრო სწრაფად ვხსნით ეკონომიკას. ფაქტობრივად, მომდევნო ათ დღეში მთლიანად, თითქმის 99%-ით ტურისტული ინდუსტრია გაიხსნება. დარწმუნებული ვარ, რომ ამას სულ მალე მოჰყვება ღამის კლუბების გახსნა“, – განუცხადა თურნავამ ჟურნალისტებს.

ამ ეტაპზე ღამის კლუბებისთვის სექტორული შეღავათები არ განიხილება, აღნიშნა მინისტრმა. შეღავათები გათვალისწინებულია ყველაზე დაზარალებული სფეროებისთვის, რომლებსაც კვლავ ამუშავებისა და ფეხზე დადგომისთვის დრო დასჭირდებათ.

ასეთი სფეროა ტურიზმი, რადგან ამ დარგის გახსნა საკმარისი არ არის. დროა საჭირო, რომ ამ სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა შეძლონ იმ დონეზე ასვლა, როგორზეც პანდემიამდე იყვნენ, აღნიშნა თურნავამ. მინისტრმა ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ სფეროდ ასევე დაასახელა სოფლის მეურნეობა, რადგან შემცირდა როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მოთხოვნა. დაზარალდა სამშენებლო ბიზნესიც.

„რაც შეეხება ღამის კლუბებს, ამ ეტაპზე სექტორული შეღავათი არ განიხილება. ჩვენ მოვისმენთ თითოეული დარგის არგუმენტებს, ვამუშავებთ პოსტკრიზისულ გეგმას და ვნახოთ, როგორი იქნება ამ თვალსაზრისით ჩვენი გადაწყვეტილება“, – განაცხადა თურნავამ.

ქვეყანაში 29 მაისიდან ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მაღაზიები, მათ შორის სავაჭრო ცენტრები 1 ივნისიდან გაიხსნება. ღია რესტორნები მუშაობის განახლებას ასევე 1 ივნისიდან შეძლებენ, ხოლო დახურული დაწესებულებები – 8 ივნისიდან.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1169)

მთავარი თემები