Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

როგორ აისახა კორონავირუსი საქართველოს ტურიზმზე

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები აღმოსავლეთიდან
ტურისტები აღმოსავლეთიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ ეტაპზე განგაშის მიზეზი არ გვაქვს, პირიქით, ციფრების მიხედვით ქვეყანამ ეს წელი წარმატებით დაიწყო, მიიჩნევს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში კორონავირუსი აქტიურდება, ქვეყანაში იანვრიდან ტურისტების ზრდის ტენდენცია შეინიშნება, განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შეატყობინა, რომ ქალაქ უჰანში უცნობმა პნევმონიამ იფეთქა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ეს ახალი კორონავირუსია. მას ოფიციალურად COVID-2019 უწოდეს.

 Airzena - Georgian Airways - Sputnik საქართველო
როდის აღდგება თბილისიდან ჩინეთში პირდაპირი ავიაფრენები

„ამ ეტაპზე ჩვენ სასიხარულო ტენდენცია გვაქვს ტურიზმის ინდუსტრიაში. 2020 წლის იანვარი დაიწყო შთამბეჭდავი ზრდის ტემპებით, რომელიც უდრის 19-20 პროცენტს როგორც მოგზაურების, ისე ტურისტების მონაცემებით. ჩვენ ასევე საკმაოდ დიდი ზრდა გვაქვს ტურისტების დანახარჯების კუთხით და მხოლოდ იანვრის თვეში ჩვენი შემოსავლები ტურიზმიდან ეკონომიკაში გაიზარდა 20 პროცენტამდე", – განაცხადა ქვრივიშვილმა პირველი არხის ეთერში.

მისი თქმით, ამ ეტაპზე განგაშის საფუძველი არ გვაქვს, პირიქით, ციფრები გვაუწყებს, რომ აღნიშნული წელი უკვე ძალიან წარმატებულად დაიწყო ქვეყანამ.

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო ინფორმაციით, დღეისათვის მატერიკულ ჩინეთში COVID-2019-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 72 436 კაცს შეადგენს. აქედან გარდაიცვალა 1868, ხოლო 12 552 ათასი პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა საავადმყოფოებიდან.

ჩინეთის სახალხო ბანკი ფულის ბანკნოტებს დეზინფექციას უტარებს და კარანტინში ათავსებს>>

რაც შეეხება საქართველოს, კორონავირუსის შემთხვევები აქ გამოვლენილი არ ყოფილა. სპეციალისტების მონაცემებით, საქართველო კვლავ რისკის მწვანე ზონაშია, ანუ ამ ვირუსის გავრცელების საშიშროება აქ დაბალია.

ახალი ტიპის პნევმონიის აფეთქების გამო საქართველომ ფრენები ჩინეთიდან დროებით შეაჩერა, ასევე აიკრძალა ცხოველების შემოყვანა ამ ქვეყნიდან. სასაზღვრო პუნქტებზე ხდება მოგზაურების შემოწმება. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0