საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურა ისრაელში საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინეს

გამოწერა
გამოფენის დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, განსაკუთრებულად წარადგინეს ბათუმი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული მიმართულება.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და კერძო კომპანიებმა ისრაელში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში The International Mediterranean Tourism Market (IMTM).

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იუწყება, The International Mediterranean Tourism Market რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტურისტული ბაზრობაა. გამოფენა იმართება ისრაელის ტურიზმის სამინისტროს, ისრაელის სასტუმროების ასოციაციის, ამავე ქვეყნის ტურისტული სააგენტოების ასოციაციისა და ტუროპერატორების ასოციაციის მხარდაჭერით.

გამოფენის IMTM-2020 ქართულ სტენდზე ბათუმი სტუმრებს წარუდგინეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მიმართულება ტურისტებისთვის. კონკურსი ქალაქებს შორის ისრაელის წამყვანმა ტურისტულმა პორტალმა lametayel ჩაატარა.

აბანოთუბანი - Sputnik საქართველო
„WOW ეფექტი გარანტირებულია“: თბილისი ევროპის საუკეთესო ტურისტული მიმართულებების სამეულშია

გამოფენის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ მარშრუტებს და დაეგემოვნებინათ ღვინის პროდუქცია.

IMTM-ში ყოველწლიურად მონაწილეობს მსოფლიოს 60 ქვეყნის 1800-ზე მეტი ტურისტული კომპანია.

წელს ორი დღის განმავლობაში გამოფენას 30 ათასზე მეტი ადამიანი ეწვია. გამოფენის გახსნას დაესწრო საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია.

საქართველო გამოფენაზე წარადგინეს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა, იმერეთის დასასვენებელი ადგილების მართვის ორგანიზაციამ და კიდევ 13-მა კერძო კომპანიამ.

ყველა ახალი ამბავი
0