პირველად საქართველოში: ლაგოდეხის ნაკრძალში ბილიკები ხის კენწეროებზე მოეწყობა

© Agency of Protected Areasლაგოდეხის ნაკრძალში საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა
ლაგოდეხის ნაკრძალში საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაშბაშის კანიონი. ხიდის პროექტი - Sputnik საქართველო
დაშბაშის კანიონზე უნიკალური მინის ხიდი მოეწყობა

ბილიკის პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულებულია.

ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებში არსებობს. წინასწარი გათვლებით, ბილიკი ერთი წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს. პროექტის მიხედვით, ბილიკი წრიული იქნება და მისი სიგრძე 500 მეტრი იქნება.

„ხის კენწეროების ბილიკის პროექტი გერმანულ-ჰოლანდიურმა კომპანია, CITYFORESTER-მა მოამზადა. კომპანია ევროპის წამყვან ქვეყნებში არქიტექტურა/ურბანიზმის მიმართულებით მუშაობს. CITYFORESTER-ის გარდა, ბილიკის საპროექტო სამუშაოების მომზადების პროცესში ორი უცხოური კომპანია: OPENFABRIC და IMAGINE STRUCTURE და ერთი ქართული ორგანიზაცია CENN იყო ჩართული“, - ნათქვამია განცხადებაში.

პროექტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF), ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს სამხრეთ კავკასიაში (TJS) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.

ყველა ახალი ამბავი
0