16:21 29 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1871
  • 100 RUB4.6063
  • USD2.8929
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
ტურიზმი საქართველოში (189)
9610

პროექტს ებრაული კომპანია KASS LAND (იგივე Kass Group) ახორციელებს. კანიონზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. ალგეთის ეროვნული პარკის ბუნების ძეგლზე - დაშბაშის კანიონზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

პროექტის მიხედვით, კანიონზე, რომელიც წალკის მუნიციპალიტეტში მდინარე ხრამის ხეობაში მდებარეობს, უნიკალური მინის ხიდის მოწყობა იგეგმება.

პროექტს ებრაული კომპანია KASS LAND (იგივე Kass Group) ახორციელებს. პროექტის მთლიანი ღირებულება დაახლოებით 45 მილიონი დოლარია, ხოლო უშუალოდ ხიდის მშენებლობაზე 15 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

უნიკალური მინის ხიდი 2020 წლის აგვისტოში გაიხსნება. შუშის ხიდის შუაში იქნება განთავსებული ცაში დაკიდებული ბარი. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ღირსშესანიშნაობის გახსნის შემდეგ წალკას მინიმუმ 2 მილიონი ვიზიტორი ეწვევა.

სამინისტროს ცნობით, ხიდზე ინფორმაცია ვებ-გვერდმა vesty.co.il-მა უკვე განათავსა და პროექტის ამსახველი ფოტო-მასალაც დაურთო თან.

დაშბაშის კანიონი ზღვის დონიდან 1100-1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, სიგრძე კი 8 კილომეტრს უდრის. კანიონი 669 ჰექტარის ფართობის უზარმაზარ ტერიტორიას იკავებს. ეს ადგილი უამრავი სანახაობრივი ჩანჩქერით და გამოქვაბულით არის სავსე.

2016 წელს დაშბაშის კანიონს საქართველოს ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამ დროიდან ის საქართველოს ღირსშესანიშნაობების რუკებსა და გზამკვლევებზე გაჩნდა. ტურისტების ნაკადი, რომლებსაც ამ ადგილის დათვალიერება სურთ, წლიდან წლამდე იზრდება.

თემები:
ტურიზმი საქართველოში (189)

მთავარი თემები