00:16 06 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2746
  • 100 RUB4.6197
  • USD2.9573
ტურისტები თბილისში

ტაილანდელ ტურისტებს საქართველო სულ უფრო მეტად იზიდავს

© Sputnik / Alexander Imedashvili
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
ტურიზმი საქართველოში (161)
53 0 0

ტურისტების რაოდენობა აზიის ამ ქვეყნიდან 1231 პროცენტით გაიზარდა და მათი რაოდენობა საახალწლო დღესასწაულების პერიოდში უფრო მეტი გახდება

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. ტაილანდიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 1231%-ით გაიზარდა, განუცხადეს Новости-Грузия-ს კორესპონდენტს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-სამსახურში.

თუ 2018 წლის ნოემბერში საქართველოს აზიის ამ ქვეყნიდან 145 ადამიანი ეწვია, ამა წლის ნოემბერში ეს რაოდენობა 1,9 ათასზე მეტს შეადგენს.

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს ტაილანდიდან 10 ათასზე მეტი ადამიანი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 234,7%-ით მეტია.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ ტაილანდელი ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, როდესაც ავიაკომპანია Thai Air Asia X ბანგკოკი-თბილისი-ბანგკოკის პირდაპირი ჩარტერული ავიარეისების შესრულებას დაიწყებს.

ფრენები ზამთრის პერიოდში შესრულდება საჰაერო ხომალდით Airbus A330. კერძოდ, რეისები დაგეგმილია 25, 27, 28 და 29 დეკემბერს და ასევე 1, 2 და 6 იანვარს.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ახალი ავიარეისები ორიენტირებული იქნება ტურისტების საახალწლო დღესასწაულების პერიოდში ჩამოყვანაზე.

თბილისსა და ბანგკოკს ჩარტერული ავიარეისები დააკავშირებს>>

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ტაილანდს შორის 1992 წლის 21 ივნისს დამყარდა. ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები ბოლო პერიოდში გააქტიურდა. გაიმართა ორი ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელთა ოფიციალური და სამუშაო შეხვედრები როგორც ბანგკოკში, ისე თბილისში. ურთიერთობები განსაკუთრებით ვითარდება ეკონომიკის სფეროში.

თემები:
ტურიზმი საქართველოში (161)

მთავარი თემები