https://sputnik-georgia.com/20191112/Tbilisis-aeroportSi-mgzavrTnakadma-iklo-quTaisis-aeroportSi-moimata-246986960.html
თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადმა იკლო, ხოლო ქუთაისის აეროპორტში – მოიმატა
თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადმა იკლო, ხოლო ქუთაისის აეროპორტში – მოიმატა
Sputnik საქართველო
წლის დასაწყისიდან თბილისის აეროპორტში ჩამოსული უცხოელების რაოდენობა 0,8%-ით შემცირდა, ხოლო ქუთაისის აეროპორტში 44,4%-ით გაიზარდა. 12.11.2019-ს, Sputnik საქართველო
2019-11-12T09:42+0400
2019-11-12T09:42+0400
2021-10-19T17:11+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24148/67/241486714_0:26:2000:1151_1920x0_80_0_0_54ab281f2c5e413a6904b555021e49dd.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2019
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24148/67/241486714_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_81a1673814e364b0e92284c0d4bae802.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ავიამიმოსვლა საქართველოში, ტურიზმი საქართველოში, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, ავიამიმოსვლა საქართველოში, ტურიზმი საქართველოში, საქართველო
თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადმა იკლო, ხოლო ქუთაისის აეროპორტში – მოიმატა
09:42 12.11.2019 (განახლებულია: 17:11 19.10.2021) წლის დასაწყისიდან თბილისის აეროპორტში ჩამოსული უცხოელების რაოდენობა 0,8%-ით შემცირდა, ხოლო ქუთაისის აეროპორტში 44,4%-ით გაიზარდა.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობა გაიზარდა, ხოლო თბილისის აეროპორტში – შემცირდა, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.
თბილისში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის შემდეგ საპროტესტო აქციების საპასუხოდ რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა.
მიმდინარე წლის ათ თვეში თბილისის აეროპორტში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 0,8%-ით შემცირდა, ბათუმის აეროპორტში გაიზარდა 6,1%-ით, ხოლო ქუთაისის აეროპორტში – 44,4%-ით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოქტომბრის მონაცემებით, თბილისის აეროპორტში ვიზიტორების რაოდენობა 113,2 ათას ადამიანზე მეტი იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18,1%-ით მეტია.
ბათუმის აეროპორტში ოქტომბერში ასევე დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა. საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ დაახლოებით 22 ათასი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 9%-ით აღემატება.
თბილისის შემდეგ ქუთაისი - Ryanair-ი რეისების რაოდენობას ზრდის>>
ზრდის მაღალი ტემპია შენარჩუნებული ქუთაისის აეროპორტში. მიმდინარე წლის ოქტომბერში დაფიქსირდა 25,6 ათასზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი, რაც 55,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.