როგორ მოატყუა ფრანგმა გოგომ ქართველი მოგზაურები: როცა მოგზაურობა ცხოვრებას აფერადებს

© photo: courtesy of Eko Kanadzeეკო კაპანაძე
ეკო კაპანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკო კაპანაძე 25 წლისაა. ორი წელია გერმანიაში ცხოვრობს. უყვარს მოგზაურობა და ხშირადაც მოგზაურობს. პირველად ბელგიაში იმოგზაურა. სწორედ აქ ყოფნის შემდეგ იქცა მოგზაურობა მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად.

ჯერჯერობით შვიდ ქვეყანაშია ნამყოფი და ამბობს, რომ ყველაფერი წინ აქვს. ეკო მოგზაურობის დროს განცდილ ემოციებზე და შთაბეჭდილებებზე გვესაუბრა.

© photo: courtesy of Eko Kanadzeეკო კაპანაძე
როგორ მოატყუა ფრანგმა გოგომ ქართველი მოგზაურები: როცა მოგზაურობა ცხოვრებას აფერადებს - Sputnik საქართველო
ეკო კაპანაძე

- უკვე მეორე წელია ნიურნბერგში ვცხოვრობ. ვარ სტუდენტი. ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ვცდილობ თვეში ერთხელ ქვეყნიდან თუ არა, ქალაქიდან მაინც გავიდე.

პირველად 2017 წელს გადავკვეთე უცხო ქვეყნის საზღვარი, ბელგიაში ვიმოგზაურე. ბელგიის დედაქალაქი ბრიუსელი, როგორც ევროპის დედაქალაქი, რა თქმა უნდა, საოცარია. გინდა ყველა ის შენობა ნახო, სადაც ზუსტად იმ მოვლენებს განიხილავენ, რომელიც შენზე, ჩემზე, ყველაზე დიდ გავლენას ახდენს. მაგრამ ჩემთვის, როგორც მოგზაურისთვის ბრიუგე უფრო საინტერესო ქალაქია თავისი ფერადოვნებით, შოკოლადებით სავსე ქუჩებით. აქ ყველა მაღაზია თავის ისტორიას ატარებს.

© photo: courtesy of Eko Kanadzeმოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო
როგორ მოატყუა ფრანგმა გოგომ ქართველი მოგზაურები: როცა მოგზაურობა ცხოვრებას აფერადებს - Sputnik საქართველო
მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო

- რამდენად ხშირად მოგზაურობთ და რამდენ ქვეყანაში ხართ დღემდე ნამყოფი?

- საქართველოს არაერთი კუთხე მაქვს შემოვლილი და სამშობლოსაც თუ ჩავთვლით, რვა ქვეყანაში ვარ ნამყოფი. მოგზაურობას ყოველთვის ჩემით ვგეგმავ. როგორც წესი, ჯერ ვარჩევ სასურველ ადგილს, სად მინდა მოგზაურობა, რის ნახვას ვაპირებ და შემდეგ ვეძებ იაფ გზებს.

- გაიხსენეთ ქვეყანა, სადაც ყველაზე იაფად იმოგზაურეთ...

- ეს იყო ჩეხეთი, პრაღა. მოგზაურობა 70 ევრო დამიჯდა. სადაც მე ვცხოვრობ, იმ ქალაქიდან პრაღა ძალიან ახლოსაა, სამი საათის გზაა და, როგორც მახსოვს, 20 ევრო გადავიხადე ორივე გზის ბილეთში. იქ კიდევ 50 ევრო გადავახურდავე. როგორც წესი, ყველაზე დიდ თანხას მაინც სუვენირებში ვიხდი და სუვენირის ფულს ყოველთვის ბარათით ვიხდი, დღიურ ნახარჯში არ ვითვალისწინებ.

© photo: courtesy of Eko Kanadzeმოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო
როგორ მოატყუა ფრანგმა გოგომ ქართველი მოგზაურები: როცა მოგზაურობა ცხოვრებას აფერადებს - Sputnik საქართველო
მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო

- ყველაზე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი რომელი ქვეყანა იყო თქვენთვის?

- იტალია! მეც ვფიქრობ, რომ ყველას გზა რომში უნდა მიდიოდეს. რომი არის ქალაქი, რომელიც ერთი ნახვით შემიყვარდა. საოცარი დღეები გავატარე. ყველა ქუჩა ფეხით გავიარე. მიყვარს იტალიელები მთელი თავისი ხმაურით. უბნებს პატარა მაღაზიები ამშვენებს. აქ ყველაფერი განსხვავებულია ევროპული ყოველდღიურობისგან. რომის ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ვატიკანია თავისი მუზეუმით. ჩემი აზრით, ლუვრიც კი ვერ შეედრება მის სიდიადეს. იკარგები ყველა დარბაზში. ჩემი აზრით, იტალია და რომი ის ადგილია, რომელიც ყველაზე ბოლოს უნდა ნახო. შადრევანი, კოლიზეუმი ენით აღუწერელია. იტალიაზე ძალიან ბევრი რამ შემიძლია ვთქვა, მაგრამ ისე ლამაზად მაინც ვერ აღვწერ როგორიცაა...

© photo: courtesy of Eko Kanadzeეკო კაპანაძე
როგორ მოატყუა ფრანგმა გოგომ ქართველი მოგზაურები: როცა მოგზაურობა ცხოვრებას აფერადებს - Sputnik საქართველო
ეკო კაპანაძე

- თქვენთვის რა უფრო პრიორიტეტულია – მუზეუმები თუ ლამაზი ხედები?

- ერთი მეორეს ხელს არ უშლის. ქალაქში აუცილებლად ვათვალიერებ მუზეუმებს. შებინდებისას კი, როცა მუზეუმები დაკეტილია, ვტკბები ლამაზი ხედებით.

- ალბათ ძალიან ბევრი საინტერესო და სახალისო თავგადასავალი გადაგხდენიათ მოგზაურობის დროს, შეგიძლიათ ეს ამბები გაიხსენოთ?

- ჩემი პირველი თავგადასავალი ავსტრიაში იყო. მე და ჩემი მეგობარი წავედით კარვით. გადავწყვიტეთ ალპებში ტბების მონახულება და ღამის გათენებაც ტბასთან ახლოს. რა თქმა უნდა, ორივე მოუმზადებელი ვიყავით ამ სიტუაციისთვის. მივედით Moon sea-სთან და აღმოჩნდა, რომ უახლოესი ოთხი კილომეტრის მანძილზე კემპინგი აკრძალულია. ამიტომ მოგვიწია ეს ოთხი კილომეტრი, რომელიც „გუგლ–მეფმა“ შვიდ კილომეტრამდე გაზარდა, ფეხით გაგვევლო. ეს ყველაფერი ხდება სადღაც ღამის ორ საათზე. გზაზე კიდევ ნიშნები გაშინებენ – ირმების გადმოხტომას ერიდეთ და ასე შემდეგ. საბოლოოდ მივედით დანიშნულების ადგილზე და იქაც მოძრავი სახლი–მანქანების კემპინგი დაგვხვდა. კარავი ვერ გავშალეთ, იქვე შენობაში გავათენეთ ღამე და დილის ექვს საათზე წამოვედით. საბოლოო ჯამში ორი საათით სადღაც გადახურულ სივრცეში ძილისთვის გავიარეთ 14 კილომეტრი. არასოდეს წაიღოთ კარავი, თუ ზუსტად არ იცით საკემპინგე ადგილები.

© photo: courtesy of Eko Kanadzeმოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო
როგორ მოატყუა ფრანგმა გოგომ ქართველი მოგზაურები: როცა მოგზაურობა ცხოვრებას აფერადებს - Sputnik საქართველო
მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო

- უცნაურ ან კურიოზულ სიტუაციაში თუ ჩავარდნილხართ?

- მეტ-ნაკლებად გამოცდილი რომ გგონია თავი, ასეთი თავდაჯერებულობით ვიყიდეთ შვეიცარიის მატარებლის ბილეთები ონლაინ აპლიკაციით. რა თქმა უნდა, ყველაზე იაფი რაც იყო, ის ვიყიდეთ და აღმოჩნდა ნახევარი ბილეთი გვიყიდია, რომლის ნახევარსაც სპეციალური ბარათით ანაზღაურებ. კონტროლიორი რომ გვიხსნიდა, ჩვენ იმდენად გაოცებულები ვიყავით, მიხვდა, რომ მართლა არ ვიცოდით და ჯარიმას გადაგვარჩინა. ის ნახევარი ბილეთის ფასი ადგილზე აგვანაზღაურებინა. ასე დაგვიჯდა ერთი საათით მატარებლით მგზავრობა 70 ევრო.

საფრანგეთში იყო კიდევ ერთი შემთხვევა. აპარატებთან იდგნენ დამხმარე გოგოები, რომლებიც ბილეთის ყიდვაში გეხმარებოდნენ. ოთხნი ვიყავით და იმედიანად ვართ, რომ ეს გოგო გვეხმარება და სინამდვილეში ხელში მივეცით ორი დღის პარიზში ტრანსპორტით სარგებლობის ფული, სადღაც 200 ევრომდე, და მან კიდევ თურმე ერთჯერადი საბავშვო ბილეთები გვიყიდა.

© photo: courtesy of Eko Kanadzeეკო კაპანაძე
როგორ მოატყუა ფრანგმა გოგომ ქართველი მოგზაურები: როცა მოგზაურობა ცხოვრებას აფერადებს - Sputnik საქართველო
ეკო კაპანაძე

- გურმანი ხართ? რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოარჩევდით?

- არ ვარ გურმანი. გარკვეული სახეობის ხორცს არ ვჭამ, არც ტკბილეული მიყვარს, შესაბამისად, იშვიათად, რომ ქვეყნის სამზარეულოს დაგემოვნება დავიწყო. ყველაზე მეტად მაინც ფრანგული პურები და კრუასანები დამამახსოვრდა.

- შოპინგზეც ვისაუბროთ, ბევრი ქალისთვის ეს სასიამოვნო პროცესია. მოგზაურობისას თქვენ რა დროს უთმობთ შოპინგს?

- შოპინგისთვის ზოგ ქვეყანაში გათვლილი მაქვს თანხა, ზოგან არა. გააჩნია სად როგორი ფასებია. ზოგადად ყველაზე იაფად პრაღაში ვიშოპინგე.

© photo: courtesy of Eko Kanadzeმოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო
როგორ მოატყუა ფრანგმა გოგომ ქართველი მოგზაურები: როცა მოგზაურობა ცხოვრებას აფერადებს - Sputnik საქართველო
მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო

- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვისთან ერთად მოგზაურობ, თქვენთვის ყველაზე საუკეთესო და სასურველი მეგზური ვინ არის?

- ამ ხნის მანძილზე ძალიან ბევრი მეგობარი გამოვცადე მოგზაურობაში. რადგან ზოგს ნანახი ჰქონდა, ზოგს სულაც არ უნდოდა ესა თუ ის ქალაქი, ამიტომ თითქმის ყველგან სხვადასხვა პარტნიორი მყავდა. ერთი მეგობარი გოგოა, რომელთან ერთადაც ოთხ ქვეყანაში ვიყავი. ალბათ იმიტომაა მასთან მოგზაურობა კომფორტული, რომ დაუღალავად შეუძლია ფოტოების გადაღება და ყველაზე კარგად ესმის, თუ რას ნიშნავს ორდღიან მოგზაურობაში გქონდეს შვიდი ლუქი წაღებული.

- ახლო მომავალში სად გეგმავთ გამგზავრებას, რის მონახულებას აპირებთ?

- ბარსელონა. პირველი მიზანი ეგ მქონდა ყოველთვის და ისევ ბარსელონა დამრჩა მიზნად. თან ბარსელონაში მინდა ერთი კვირა მაინც დავრჩე, ამიტომ ჯერ დროც ვერ გამოვნახე, მერე ვერც ფინანასები და ბოლოს ვერც პარტნიორი.

 

ყველა ახალი ამბავი
0