დღეიდან სათაფლიაში ვიზიტორებს დინოზავრები დახვდებათ

© Photo: courtesy of Miho Neimanდინოზავრი სათაფლიაში
დინოზავრი სათაფლიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეს ყოველწლიურად 270 ათასი ვიზიტორი სტუმრობს.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. იმერეთში, სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliიურული პარკი
დღეიდან სათაფლიაში ვიზიტორებს დინოზავრები დახვდებათ - Sputnik საქართველო
იურული პარკი

უწყების ცნობით, სათაფლიაში სრულად განახლდა იურული პარკი და დამონტაჟდა დინოზავრების ახალი, თანამედროვე ინტერაქციული მულაჟები. ტერიტორიაზე დაწყებულია სასტუმროს რეაბილიტაცია, დამატებითი ტურისტული ბილიკების პროექტირება და იგეგმება მღვიმის განათების სისტემის შეცვლა.

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliდინოზავრის ნაკვალევი
დღეიდან სათაფლიაში ვიზიტორებს დინოზავრები დახვდებათ - Sputnik საქართველო
დინოზავრის ნაკვალევი

პრომეთეს მღვიმეში კი უახლესი სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე განათების სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს.

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები კომპლექსური დაცული ტერიტორიაა. მისი საერთო ფართობი 504 ჰექტარზე მეტს შეადგენს და ბუნების 19 ძეგლს მოიცავს. სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეს ყოველწლიურად 270 ათასი ვიზიტორი სტუმრობს.

ყველა ახალი ამბავი
0