რა სიახლეები დახვდებათ ტურისტებს ალგეთის ეროვნულ პარკში

© photo: Ministry of Environment Protection and Agriculture / FBალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი და „თოკების“ პარკი გაიხსნა
ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი და „თოკების“ პარკი გაიხსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობაში რამდენიმე უცხოური ორგანიზაცია უყო ჩართული

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ახალი ცენტრი და შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკი“ გაიხსნა, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ვიზიტორთა ახალი ცენტრი და „თოკების პარკი“  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილემ, კატალინ გერმანმა გახსნეს.

დავითაშვილის თქმით, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით და დაცული ტერიტორიების განვითარებით რეგიონებში ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები გაჩნდება.

„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალი პოლიტიკა საკონსერვაციო საქმიანობის გაუმჯობესებით და კერძო სექტორის დაინტერესებით, განახორციელოს საინვესტიციო პროექტები, ეკოტურიზმის და დაცული ტერიტორიების განვითარებისკენაა მიმართული“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, ალგეთის ეროვნული პარკი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული დაცული ტერიტორიაა. უკვე დაგეგმილია დაშბაშის კანიონზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინვესტიციის განხორციელება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

„პარკში თანამედროვე სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრის არსებობა ხელს შეუწყობს რეგიონში ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებას. რეგიონში ტურიზმის განვითარება ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ხოლო, მეორე მხრივ, უნიკალური ქართული ბუნების და ღირსშესანიშნაობების ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცნობას“, - აღნიშნა  ლევან დავითაშვილმა.

გზის აღდგენა დავით-გარეჯამდე - Sputnik საქართველო
დავით-გარეჯისკენ მიმავალი გზის რემონტზე 6 მილიონი ლარი დაიხარჯება

ვიზიტორთა ცენტრის ეზოში მოწყობილია შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკი“, რომელიც ორ ზონად (საოჯახო და მოზარდებისთვის) არის დაყოფილი, და სხვადასხვა დაბრკოლებას მოიცავს.

ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მხარდაჭერით აშენდა, ხოლო თოკების ატრაქციის მოწყობა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KFW) და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) თანამშრომლობით განხორციელდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0