17:38 24 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2005
  • 100 RUB4.6592
  • USD2.8867
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
ტურიზმი საქართველოში (188)
124 0 0

რუსეთის მიმართულებით ფრენებს გააგრძელებენ ავიაკომპანიები Georgian Airways-ი და MyWay Airlines-ი

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი აგრძელებს ბილეთების გაყიდვას რეისებზე, რომლებიც საქართველოსა და რუსეთის ქალაქებს შორის ხორციელდება.

ვლადიმირ პუტინმა რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა >>

ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდზე თავისუფლად იყიდება. Georgian Airways-ი ახორციელებს რეისებს საქართველოს აეროპორტებიდან მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის, უფას, ვორონეჟისა და ყაზანის მიმართულებით.

Georgian Airways-ის წარმომადგენლები საქართველოში ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარებს არ აკეთებენ. წინასწარი მონაცემებით, განცხადება ორშაბათს გაკეთდება.

ასევე იყიდება ბილეთები ვებგვერდზე MyWay Airlines. ეს ქართული ავიაკომპანია ასრულებს რეისებს თბილისიდან აეროპორტ „ჟუკოვსკის“ მიმართულებით, რომელიც მოსკოვის ოლქში მდებარეობს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმად 2019 წლის 8 ივლისიდან დროებით იკრძალება რუსული ავიაკომპანიების ფრენები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით. იქვე აღნიშნულია, რომ ეს დროებითი ზომებია, რომელიც უსაფრთხოების მიზნით არის მიღებული.

აღნიშნული გადაწყვეტილება იმ სკანდალს უკავშირდება, რომელიც საქართველოში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომასთან დაკავშირებით მოხდა და ასევე შემდგომ არეულობას. მას შემდეგ, რაც თბილისში საპროტესტო ტალღა აგორდა, რუსმა დელეგატებმა ქვეყანა დატოვეს.

გავრილოვი განმარტავს: რატომ აღმოვჩნდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში >>

„აეროფლოტმა“ საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების გაყვანა დაიწყო და მზად არის, 8 ივლისის შემდგომ თარიღებზე გაყიდული ბილეთების საფასური დააბრუნოს.

2019 წლის ივნისის მონაცემებით, ამ დროისთვის რუსეთიდან საქართველოში ექვსი ავიაკომპანია ასრულებს ფრენებს: ურალის ავიახაზები, „პობედა“, „აეროფლოტი“, S7 Airlines, Red Wings Airlines, Smartavia. ამას გარდა, რუსეთში ფრენებს ქართული ავიაკომპანიები Georgian Airways და MyWay Airlines ასრულებენ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მოქალაქეები რაოდენობით პირველ პოზიციაზე არიან საქართველოში შემომსვლელ ტურისტებს შორის. 2019 წლის იანვრიდან მაისამდე პერიოდში რუსეთიდან დაახლოებით 540 ათასი ვიზიტი განხორციელდა, რაც 31%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

თემები:
ტურიზმი საქართველოში (188)

მთავარი თემები