03:22 21 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2410
  • 100 RUB4.5787
  • USD2.8845
ბათუმი

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს

© Sputnik / Alexander Imedashvili
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
ტურიზმი საქართველოში (111)
55 0 0

დეპარტამენტის ყოფილი უფროსი რეგიონის ფინანსთა მინისტრის მოადგილე გახდა

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელად თინათინ ზოიძე დაინიშნა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ უწყების პრესსამსახურში.

ზოიძემ აღნიშნულ პოსტზე შეცვალა სულხან ღლონტი, რომელიც აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშნეს.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის გუნდთან ერთად ვაგრძელებ იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას, ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციას, სერვისების გაუმჯობესებას და აჭარაში სეზონურობის დაძლევას“, - განაცხადა ზოიძემ.

თინათინ ზოიძეს ტურიზმის სფეროში მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება გააჩნია. ცხრა წელი მან ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოში სხვადასხვა თანამდებობაზე იმუშავა, 2015 წლიდან სააგენტოს ხელმძღვანელი იყო. მანამდე კი ბათუმის ტურისტული სააგენტოს ტურიზმისა და მარკეტინგის განყოფილების უფროსი იყო.

ბათუმში საზღვაო სეზონი გაიხსნა >>

ზოიძე სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში კითხულობს ლექციებს და ჩართულია მნიშვნელოვან პროექტებში, რომლებიც რეგიონში ტურიზმის განვითარების მიზნით ხორციელდება.

2008-2009 წლებში სწავლობდა ლატვიაში ჰუმანიტარულ, ეკონომიკისა და ტურიზმის ფაკულტეტებზე.

თემები:
ტურიზმი საქართველოში (111)

მთავარი თემები