00:02 21 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
ტურიზმი საქართველოში (186)
11701

აზერბაიჯანელი მოქალაქეები მოგზაურობისთვის, წინა წლებთან შედარებით, საქართველოს უფრო ხშირად ირჩევენ.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველო აზერბაიჯანელ მოგზაურთათვის მეორე ადგილზე იმყოფება, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი" ქვეყნის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტზე დაყრდნობით.

უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანის მოქალაქეების ტურისტული გასვლების 27,2% საქართველოზე მოდის.

სულ 2019 წლის იანვარ-აპრილში ქვეყნის საზღვრებს გარეთ აზერბაიჯანის 1,6 მილიონი ადამიანი გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 26,9%-ით ჭარბობს.

ქვეყანა, რომელსაც ყველაზე ხშირად სტუმრობენ აზერბაიჯანის მოქალაქეები, ირანია - 39,2%, ხოლო მესამეზეა რუსეთი - 18,3%. ამ მოქალაქეებს შორის 66,6^ მამაკაცია, ხოლო დანარჩენი - ქალი.

ირანის მიმართულებით მოგზაურთა რაოდენობა გაიზარდა 79,7%-ით, საქართველოს მიმართულებით - 10,6%-ით, ხოლო რუსეთის - 6%-ით.

თემები:
ტურიზმი საქართველოში (186)

მთავარი თემები