მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი: როგორ მოხვდეთ მარტივად და რა ვნახოთ შამონიში

© photo: courtesy of Eka esebuaსაკურორტო ქალაქი შამონი
საკურორტო ქალაქი შამონი - Sputnik საქართველო
გამოწერა

ჩვენი რუბრიკის საშუალებით უკვე ბევრმა მოგზაურმა გაგიზიარათ თავისი შთაბეჭდილება, ემოციები, გამოცდილება ამა თუ ქვეყანაში, ქალაქში მოგზაურობის შესახებ. ბევრი დავწერეთ პრაღაზე, ბარსელონაზე, პარიზზე, ბალიზე, ჰავაიზე და ა.შ, თუმცა ჩვენი დღევანდელი სტუმარი ცოტა განსხვავებულია და ის მონბლანის მთის ძირში მდებარე საკურორტო ქალაქ შამონიზე მოგვიყვება, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი, ალპინიზმისა და სამთო-სათხილამურო სპორტის ცენტრია.

ეკა ესებუა პროფესიით ჟურნალისტი და ინგლისური ენის სპეციალისტია. ერთ დროს ჟურნალ „ბუმერანგის” გამომცემელი გახლდათ. უკვე ორი წელია ნიუ-იორკში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ბევრის მსგავსად, პირველი მოგზაურობის შემდეგ „მოგზაურობის სენი“ შეეყარა და ვეღარ ჩერდება.

მოგზაურობა გასულ წელს დავიწყე. პირველად იტალიაში ვიმოგზაურე. მოვინახულე რომი, ვენეცია, პადოვა. სულ ახლახან პარიზში ვიმოგზაურე. მოვიარე სენ-შამონი  და ამ პერიოდში დავეუფლე ფოტო ხელოვნებას. იმდენად ბედნიერი და „მოწამლული” ვარ მოგზაურობის სენით, მინდა ყველას ჩემი შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ.

© photo: courtesy of Eka esebuaეკა ესებუა
მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი: როგორ მოხვდეთ მარტივად და რა ვნახოთ შამონიში - Sputnik საქართველო
ეკა ესებუა

როგორ მოვხვდეთ შამონიში

პარიზიდან იქ მოსახვედრად საუკეთესო გზა შვეიცარია, ჟენევა, აღმოჩნდა. ჩქაროსნული მატარებლით სულ სამი საათი დაგვჭირდა საფრანგეთის გადასაკვეთად. ჟენევაში ერთი საათი გავჩერდით. მატარებლის სადგური ჟენევის ტბის ცნობილ შადრევანთან ახლოს მდებარეობს.

ეს ადგილი ჟენევის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობად ითვლება და ცნობილია იმითაც, რომ „ფარფლების“ ცნობილი სიმღერა „The smoke on the water“ ამ ადგილის ინსპირაციით დაიწერა. აქედან შამონი საათის სავალზეა ავტობუსით. მიუხედავად იმისა, რომ იგი საფრანგეთის ტერიტორიად ითვლება, შამონი ამაყად იკავებს ჟენევის ღირშესანიშნაობათა ნუსხაში საამაყო ადგილს. იგი სამთო სათხილამურო კურორტია საფრანგეთის ალპებში, რომელიც ცნობილია მონბლანის მწვერვალით, დასავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი წერტილით. დიდი საოცრებაა საბაგირო გზა, რომელსაც აჰყავხარ 3840 მ სიმაღლეზე, ეგიუი-დიუ-მიდის მწვერვალზე, საიდანაც მონბლანი ძალიან ახლო ხედით და თითქმის ერთ სიმაღლეზე შეგიძლია დალაშქრო.

© photo: courtesy of Eka esebuaსაკურორტო ქალაქი შამონი
მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი: როგორ მოხვდეთ მარტივად და რა ვნახოთ შამონიში - Sputnik საქართველო
საკურორტო ქალაქი შამონი

განწყობა, რომელიც დიდხანს გაგყვებათ

საფრანგეთთან შედარებით  შვეიცარიაში ფასები საგრძნობლად იწევს, ხოლო შამონიში კიდევ უფრო ორმაგდება. თუმცა პატარა შოკის შემდეგ ეგუები, სხვა რა გზა გაქვს. ღამის შამონიში საოცრად ბარდნიდა, მარტის მიუხედავად ქალაქი საახალწლოდ იყო მორთულ მოკაზმული. პატარა ქუჩებში უამრავი ხალხი ირეოდა და ქუჩის მუსიკოსები სადღესასწაულო  გარემოს ქმნიდნენ. ევროპული რასის დღესასწაული, ამდენი ლამაზი, ცისფერთვალება, დახვეწილი ადამიანი ერთად არ მინახია. ლამაზი ხალხია ფრანგებიი, არამარტო გარეგნობით მათ სულიერ სილამაზეს შეხვდები ყველგან. ვიცი რომ ახალს არ ვამბობ არაფერს, მაგრამ ჩემს აზრს მაინც დავაფიქსირებ.

© photo: courtesy of Eka esebuaსაკურორტო ქალაქი შამონი
მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი: როგორ მოხვდეთ მარტივად და რა ვნახოთ შამონიში - Sputnik საქართველო
საკურორტო ქალაქი შამონი

არქიტექტურა, ხელოვნება, სამზარეულო

ალპებისთვის დამახასიათებელი სახლები, ყოველი კუთხე და კედელი იპყრობს ყურადღებას თავისი განსხვავებული სტილითა და მორთულობით. რაც შეეხება სამზარეულოს, თითოეული კერძი ხელოვნების ნიმუშია. მერწმუნეთ, ყველისა და პურ-ფუნთუშეულის მრავალფეროვანი ასორტიმენტი დიდ გასტრონომიულ ინტერესს აღვიძებს შენში და მსგავს სიგემრიელეს ვერსად ეზიარებით საფრანგეთის გარდა. ნიუ-იორკელი ამერიკელები იძახიან, ფრანგები ცივი და რასისტი ხალხიაო, ამერიკელები არ უყვართ და რამეს, თუ შეეკითხები ინგლისურად არაფრით გიპასუხებენო. თუმცა მე ასეთი განწყობა ვერ შევნიშნე, ალბათ იმიტომ, რომ ქართული აქცენტი მაქვს და ამერიკელად არავის მივაჩნდი. ძალიან ცოტამ იცის ინგლისური და უბრალოდ არ ესმით რას ეკითხები. თუმცა მე სულ მიღიმოდნენ.

© photo: courtesy of Eka esebuaეკა ესებუა
მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი: როგორ მოხვდეთ მარტივად და რა ვნახოთ შამონიში - Sputnik საქართველო
ეკა ესებუა

პარიზში სამი დღე დავყავით და უმეტესი ღირშესანიშნაობები დავათვალიერეთ, თუმცა ყველაზე დიდი ემოცია მონბლანის დალაშქვრამ გამოიწვია ჩემში. მსგავს საოცრებას და სილამაზეს იშვიათად ნახავ ცხოვრებაში. როგორც  ფრანგები იტყვიან „ჟენიალ, მაგნიფიკ". აი, აქ აღიქვამ თუ რატომ იპყრობენ  მთამსვლელები მწვერვალებს. რაღაც მომენტში სიამოვნების ტრანსში შედიხარ. შამონი ალპების მთათა სისტემის რკალშია მოქცეული. მთები დასერილია სათხილამურო ტრასებით, თავისი უამრავი განშტოებებითა და საბაგირო გზებით. გაგიელვებს გულში და მოგინდება მსგავსი საოცრება შენს ქვეყანასაც ამშვენებდეს. უღრუბლო  ცაზე საოცარი ფერები ხვდება ობიექტივში და ვხვდები, ფოტოგრაფია კარგი აპარატი და საოცარი ადგილების შერწყმაა. განსაკუთრებით აღმაფრთოვანა ფერად დელტაპლანებზე ნადირობამ ჩემი ობიექტივით. არ შემეძლო არ გამეზიარებინა ეს სილამაზე თქვენთვის. Enjoy it!

ყველა ახალი ამბავი
0