თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ამერიკელმა ტურისტმა ნიკოლმა სოციალური ქსელის მეშვეობით ქართულ პოლიციას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
ნიკოლი საქართველოში ბრიტანელ მეგობარ ჯერემთან ერთად ჩამოვიდა ველოტურის ფარგლებში (ტაილანდი-ესპანეთი-ინგლისი). მოგზაურებს თბილისში 19 იანვარს ველოსიპედები მოჰპარეს. ამის შესახებ ნიკოლმა Facebook-ში Unlearning By Bike-ის გვერდზე დაწერა. ხუთი დღის შემდეგ კი სახლში, სადაც ტურისტები იყვნენ გაჩერებული, პოლიცია მივიდა და შეატყობინა, რომ მათი ველოსიპედები ერთ-ერთ სოფელში, თბილისიდან 100 კილომეტრში, საქართველო–სომხეთის საზღვართან აღმოაჩინეს.
„მათ (პოლიციელებმა) დგვიბრუნეს ჩვენი ველოსიპედები და ადამიანობის რწმენა... საქართველო, მიყვარხარ. ეს სხვაგან რომ მომხდარიყო, არ მგონია, რომ ასეთი შედეგით დამთავრებულიყო", – წერს ნიკოლი სოციალურ ქსელში.
ნიკოლმა და ჯერემმა ზამთრის პერიოდში საქართველოში დარჩენა და გზის მოგვიანებით გაგრძელება გადაწყვიტეს. ნიკოლი ესპანეთში, ჯერემი კი ინგლისში გაემგზავრება.