თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. შენგენის ზონის ქვეყნებს 2018 წლის დეკემბერში საქართველოს 34,7 ათასზე მეტი მოქალაქე ეწვია, ხოლო 241-ს შესვლაზე უარი განუცხადეს. ამაზე მეტყველებს საქართველოს შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემები.
ყველაზე მეტად საქართველოს მოქალაქეები სტუმრობდნენ გერმანიას - 7,9 ათასზე მეტი ადამიანი. ქვეყნების სამეულშია ასევე იტალია და საბერძნეთი.
რომელ ქვეყნებს ესტუმრნენ საქართველოს მოქალაქეები:
ქვეყნები | მოქალაქეების რაოდენობა | რამდენს უთხრეს უარი |
გერმანია | 7914 | 16 |
იტალია | 4039 | 45 |
პოლონეთი | 3679 | 24 |
საბერძნეთი | 3474 | 16 |
საფრანგეთი |
2923 | 26 |
ესპანეთი | 2658 | 33 |
ავსტრია | 2425 | 2 |
ჩეხეთი | 1598 | 3 |
უნგრეთი | 1361 | 18 |
კვიპროსი | 838 | 34 |
ყველაზე ნაკლებად ქართველები სტუმრობდნენ ისლანდიას - დეკემბერში ამ ქვეყანაში მხოლოდ ხუთი ქართველი იმყოფებოდა, ხოლო ერთი - არ შეუშვეს.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.