13:24 23 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3106
  • 100 RUB4.6653
  • USD2.9710
სიღნაღი

Apple-მა მსოფლიოს ქართული „სიყვარულის ქალაქი" აჩვენა

© photo: Sputnik / Oxana Vointseva
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო - ტურისტული ცენტრი–2018 (408)
10610

კომპანია Apple-ის პროფილს, სადაც ქალაქ სიღნაღის ფოტო გამოქვეყნდა, 11,5 მილიონი ხელმომწერი ჰყავს.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. კომპანია Apple-მა თავის ოფიციალურ Instagram-ზე გამოაქვეყნა მაგიური კადრი სიღნაღის, „სიყვარულის ქალაქის" პეიზაჟის გამოსახულებით.

ფოტოზე აღბეჭდილია ხედი სასტუმროს ფანჯრიდან. ფანჯრის მიღმა მოჩანს ალაზნის ველი, დათოვლილი მთები და ლამაზი ცა. კადრზე არის წარწერა: „მცირე დეტალები ხასიათს მატებს".

Посмотреть эту публикацию в Instagram

“The small details add character.” #ShotoniPhone by Levan K. @kknvlz

Публикация от apple (@apple)

ნამუშევრის ავტორია ბერლინში მცხოვრები ქართველი არქიტექტორი და ფოტოგრაფი ლევან კიკნაველიძე.

„ფანტასტიკური", „გასაოცარი", „ჯადოსნური", „სილამაზე", „შესანიშნავი კადრი", „ულამაზესი ხედი", „მაგიური", „შთამბეჭდავი" – ასე დაახასიათეს ფოტო Apple-ის გვერდის ხელმომწერებმა.

კიკნაველიძის სხვა ნამუშევრების ნახვა შეგიძლიათ აქ.

Apple - ესაა ამერიკული კორპორაცია, რომელიც აწარმოებს პერსონალურ კომპიუტერებსა და პლანშეტებს, აუდიოფლეიერებს, ტელეფონებს, ქმნის პროგრამულ უზრუნველყოფას. კომპანიის გვერდს ინსტაგრამში 11,5 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

სიღნაღი პატარა ქალაქი-ციხეა. ბოლო წლებში ის რეგიონის ტურისტულ ცენტრად იქცა. ქალაქის გარშემო გალავანი ჯერ კიდევ XVII საუკუნეში აშენდა, რომლის კოშკურებიდან ალაზნის ველზე საოცარი ხედი იშლება.

ქალაქის ძირითადი ნაწილი რესტავრირებულია, აქ არის მყუდრო კაფეები, რესტორნები, სასტუმროები. მაგრამ მთავარი, რითიც სიღნაღი შეყვარებულებს ხიბლავს, ისაა, რომ აქ შესაძლებელია დღე-ღამის ნებისმიერ დროს ქორწინების რეგისტრირება. სწორედ ამიტომ სიღნაღს „სიყვარულის ქალაქს" უწოდებენ.

თემები:
საქართველო - ტურისტული ცენტრი–2018 (408)

მთავარი თემები