ის, რაც პორტოს შესახებ უნდა იცოდეთ - ქართველი მოგზაურის რჩევები

© FB / Wanderlustღვთისმშობლის ტაძარი პორტოში
ღვთისმშობლის ტაძარი პორტოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს პორტუგალიის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში, პორტოში ვიმოგზაურებთ, რომელიც უამრავი ისტორიული ძეგლისა და საინტერესო ღირსშესანიშნაობის ნახვას გვთავაზობს.

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი ბლოგ Wanderlust- ის ავტორი მარიამ ცაგარეიშვილია.  სწორედ მარიამი გაგვიზიარებს  პორტოში მოგზაურობის დროს მიღებულ შთაბეჭდილებებს და სასარგებლო რჩევებსაც მოგვცემს.  მაშ ასე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პორტოში...

© FB / Wanderlustმარიამ ცაგარეიშვილი
ის, რაც პორტოს შესახებ უნდა იცოდეთ - ქართველი მოგზაურის რჩევები - Sputnik საქართველო
მარიამ ცაგარეიშვილი

ღვინო ლამაზი ხედით -ასე დავარქმევდი პორტოს...

აღმართ-დაღმართის სწრაფი მონაცვლეობა, ნესტი, ხშირი წვიმა, თევზის სუნით გაჟღენთილი ქუჩები, ფერადი სახლები ორნამენტებით და რა თქმა უნდა ღვინო. პორტოში ონკანს სამი სახელური უნდა ჰქონდეს-ერთი ცივი წყალი, მეორე ცხელი წყალი და მესამეც ღვინო.

მიუხედავად იმისა, რომ სიდიდით პორტუგალიის მეორე ქალაქია, მე სულ ის შეგრძნება მქონდა, რომ პატარა დაბაში ვიყავი. ჩემთვის ძალიან წყნარი, მოკრძალებული და კონსერვატიულია, განსხვავებით ლისაბონისგან, სადაც ნარკო-დილერი ქუჩაში ისე გაიძახის „აბა, სუფთა ექსტაზი“, როგორც ბათუმის პლაჟზე გამყიდველი „აბა, კაი ცხელი სიმინდი“.

© FB / Wanderlustპორტო, პორტუგალია
ის, რაც პორტოს შესახებ უნდა იცოდეთ - ქართველი მოგზაურის რჩევები - Sputnik საქართველო
პორტო, პორტუგალია

ხალხი უაღრესად თავაზიანი, თბილი და დახმარებაზე დაუზარელია. თუ შესაძლებელია, რომ სამმა დღემ  ქალაქის უსაფრთხოებაზე ანალიზი მოგვცეს ვიტყოდი, აქ თავს საკმაოდ დაცულად ვგრძნობდი, ყველა თვალსაზრისით.

რაც შეეხება სანახაობებს: ქალაქის ძველ ნაწილს ერთ დღეში მოივლით. გირჩევთ ბევრი იძრომიალოთ ვიწრო ქუჩებში და თითოეული შენობის დეტალი დაათვალიეროთ, ჩემი კომენტარი პორტოს არქიტექტურაზე იყო: „რა ნაწვალებია?!“  ჰო, ასეა, თითოეულ სახლზე იმდენი ორნამენტია, იმდენი ფერი და იმდენი დეტალი, რომ მგონია თითოს აშენებას ათწლეულები დასჭირდა.

აუცილებლად სანახავი ადგილები პორტოში

ღირსშესანიშნაობების სახელს არ გადავთარგმნი, რომ შემდეგ მათი ინტერნეტში მოძებნა გაგიმარტივდეთ.

Church of St Francis - მე-18 საუკუნის ბაროკოს სტილის ტაძარი, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ტაძარია, რაც კი მინახავს. გოთიკური სტილის არქიტექტურა გარედანაც საუცხოოა, მაგრამ ინტერიერმა სრულად აღმაფრთოვანა.

© FB / Wanderlustკლერიგოს კოშკი პორტოში
ის, რაც პორტოს შესახებ უნდა იცოდეთ - ქართველი მოგზაურის რჩევები - Sputnik საქართველო
კლერიგოს კოშკი პორტოში

Clérigos Tower-ერთ -ერთი must see- სანახაობა. კოშკის წვერსა და ქალაქის ხედს აქოშინებული სუნთქვა, მუხლების კანკალი და კიბის 240 საფეხური გაშორებთ.

Dom Luis I Bridge-შემოქმედებითი გავლენის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი დომ ლუის I-ის ხიდია. გუსტავ ეიფელის მოწაფის მიერ აგებული ხიდი კონსტრუქციულად ძალიან ჰგავს ეიფელის კოშკს. ხიდის გადაკვეთა ორ სიმაღლეზეა შესაძლებელი. ქვედა ნაწილით იმ მხარეს მოხვდებით სადაც პორტოს ყველაზე ცნობილი ფერადი სანაპირო ხედი იშლება (Cais da Ribeira). ხოლო, ზედა ნაწილით ფუნიკულიორზე ახვალთ, საიდანაც ალბათ საუკეთესო რაკურსიდან დაინახავთ ქალაქს.

Livraria Lello-ჯოან როულინგის სახელით გამდიდრებული წიგნის მაღაზია. თუ ჰარი პოტერის თავგამოდებული ფანი ხართ, მაღაზიაში შესვლისას შეიძლება ემოციისგან გული გაგისკდეთ, თუ არ ხართ, იმის გარანტიას გაძლევთ რომ პოტერიადას სიბრძნე ოდესმე აუცილებლად ჩაგავლებთ კლანჭს, მოწიფულ ასაკშიც კი, (ისევე, როგორც მე დამემართა) ამიტომ თავი დაიზღვიეთ და მაღაზიაში შეიარეთ. შესვლის ღირებულება 5 ევროა, თუმცა შეგიძლიათ ხელს ამავე ღირებულების წიგნიც გამოაყოლოთ და ბილეთის თანხა გაქვითოთ.

© FB / Wanderlustპონტი-დი-დონ-ლუიშის ხიდი, პორტო
ის, რაც პორტოს შესახებ უნდა იცოდეთ - ქართველი მოგზაურის რჩევები - Sputnik საქართველო
პონტი-დი-დონ-ლუიშის ხიდი, პორტო

იყო დრო, როდესაც ჯერ კიდევ ხელმოცარული ჯოან როულინგი პორტოში ცხოვრობდა და საათობით იჯდა აღნიშნულ მაღაზიაში, რომლის ინტერიერიც მწერალს ინსპირაციას აძლევდა წიგნში მოცემულ ინტერიერის სხვადასხვა დეტალზე. მაღაზიის მიგნება შესაძლოა ცოტათი გაგიჭირდეთ, რაღაც ისეთი მისაგნებია ჯერ მარჯვნივ რომ უნდა გაუხვიოთ, მერე ცოტა მარცხნივ, მერე პირდაპირ, და პირველივე შესახვევში ისევ მარცხნივ, მაგრამ საკმარისია მაღაზიის მიმდებარედ 500 მეტრის რადიუსში ნებისმიერ გამვლელს ჰკითხოთ „ჰარი პოტ..“ დასრულებული არ გექნებათ, რომ გზას მიგასწავლიან.

© FB / Wanderlustსან-ბენტოს რკინიგზის სადგური
ის, რაც პორტოს შესახებ უნდა იცოდეთ - ქართველი მოგზაურის რჩევები - Sputnik საქართველო
სან-ბენტოს რკინიგზის სადგური

São Bento Train Station-რამდენჯერ გქონიათ შემთხვევა, რომ რომელიღაც ქალაქში გადაჯდომით მიდიხართ და სადმე უსახურ სადგურში გიწევთ მოცდა, დროც არ გაქვთ, რომ გარეთ გაიაროთ და ტრანსფერის ქალაქი დაათვალიეროთ. წარმოიდგინეთ, როგორ გაგიმართლათ თუ გადაჯდომა პორტოს მატარებლის სადგურში გიწევთ. ჩათვალეთ, რომ ერთი შენობით პორტო ნახეთ. თავი რომელიმე მუზეუმში გეგონებათ. პორტოს საყვარელ ცისფერ ფერში გამოსახულია პორტუგალიის ისტორიის განვითარების სხვადასხვა სცენები.

© FB / Wanderlustრიბეირა, პორტუგალია
ის, რაც პორტოს შესახებ უნდა იცოდეთ - ქართველი მოგზაურის რჩევები - Sputnik საქართველო
რიბეირა, პორტუგალია

Cafe Majestic- მე დასაჯდომად ვერ მოვიცალე, კარგი იქნება თუ თქვენ მოიცლით და ესტუმრებით 100 წლიანი ისტორიის მქონე მშვენიერ კაფეს.

Porto Cathedral - 800 წლის წინ აგებული ტაძარი ბევრ სამეფო სასახლეს დაჩრდილავს არქიტექტურით. თუ ფოტოების გადაღება გიყვართ, რიკულებიან კიბეებსა და თაღოვან აივნებში ბევრს იპოზიორებთ. მართლა იმის შეგრძნება მქონდა, რომ შუა საუკუნეების პრინცესა ვიყავი.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0