მოგზაურობის დროს ნაპოვნი სიყვარულის ისტორია და წითელ ზღვაში ფერად თევზებთან მოცურავე გოგო

© photo: courtesy of Tatia Tetrashviliმოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოები
მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოები  - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოგზაურობას, რომ ბევრი დადებითი ემოცია, შთაბეჭდილება, თავგადასავალი, საუცხოო მოგონებები მოაქვს, ფაქტია. ამ ყველაფერთან ერთად თათია თეთრაშვილს მოგზაურობამ დიდი სიყვარულიც მოუტანა. სწორედ მოგზაურობის დროს გაიცნო მომავალი მეუღლე, რომელიც დღეს მისი ცხოვრების თანამგზავრია.

ბოლო ექვსი თვის განმავლობაში თათიამ ოთხ ქვეყანაში იმოგზაურა. სურს, რომ ამ ტემპით გააგრძელოს და უცხოეთის ბევრი ქვეყანა მოინახულოს. მოგზაურობა ხომ სიახლის, საინტერესო ადგილების, განსხვავებული კულტურის, ტრადიციების აღმოჩენაა...

© photo: courtesy of Tatia Tetrashviliმოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოები
მოგზაურობის დროს ნაპოვნი სიყვარულის ისტორია და წითელ ზღვაში ფერად თევზებთან მოცურავე გოგო - Sputnik საქართველო
მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოები

– პროფესიით ჟურნალისტი ვარ, უფრო სწორად რომ ვთქვა, უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის განხრით დავამთავრე, თუმცა ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია. უამრავ საქმეში მოვსინჯე ძალები და საბოლოოდ ბიზნესისკენ ავიღე გეზი, ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანიც გავაკეთე.

– მოგზაურობაზე ფიქრი როდის დაიწყეთ?

– პირველად საზღვარი 2012 წელს გადავკვეთე, 500 ლარი მქონდა ხელფასი და მაშინ დღევანდელ ფასებთან შედარებით მოგზაურობა ბევრად მეტი ჯდებოდა, თუმცა მთავარი მონდომებაა. იანვარში ვნახე ერთ-ერთი ტურისტული სააგენტოს გვერდზე, რომ სექტემბერში პრაღაში ქოლდფლეის კონცერტი იყო. ღამე ვეღარ ვიძინებდი, იმდენად შემიპყრო ამ სურვილმა. რვა თვის განმავლობაში მთელ ხელფასს ევროდ ვახურდავებდი და ვინახავდი. ეს მართლა დაუვიწყარი მოგზაურობა გამოვიდა. პირველი მოგზაურობისას ყველა დეტალი იწვევს აღფრთოვანებას, მით უმეტეს, როცა ასეთი დონის კონცერტზე მოვხვდი, თან ასეთ ლამაზ ქალაქში.

© photo: courtesy of Tatia Tetrashviliმოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოები
მოგზაურობის დროს ნაპოვნი სიყვარულის ისტორია და წითელ ზღვაში ფერად თევზებთან მოცურავე გოგო - Sputnik საქართველო
მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოები

– დღეს რამდენად ხშირად მოგზაურობთ?

– პირველი მოგზაურობის შემდეგ ჩემი მიზანი გახდა რაც შეიძლება მეტი მემოგზაურა. დღეს საქმეც ისეთი მაქვს, რომ საქმიანი შეხვედრებისთვისაც ხშირად მიწევს საზღვარგარეთ წასვლა. ბოლო ექვსი თვის მანძილზე ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში ვიყავი, ზუსტად ასეთი სიხშირით მინდა გავაგრძელო მომავალშიც. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებშიც ბევრს ვმოგზაურობ.

© photo: courtesy of Tatia Tetrashviliმოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოები
მოგზაურობის დროს ნაპოვნი სიყვარულის ისტორია და წითელ ზღვაში ფერად თევზებთან მოცურავე გოგო - Sputnik საქართველო
მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოები

– რა პრიორიტეტებით არჩევთ ქვეყანას, ქალაქს, სადაც უნდა იმოგზაუროთ, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის?

– სხვადასხვა დრო სხვადასხვა პრიორიტეტები მაქვს. ბუნებაც მიყვარს, მთაც, ზღვაც და მუზეუმებიც. საერთოდ, არც ერთ ქვეყანაში მოგზაურობაზე არ ვიტყოდი უარს. წინასწარ მაინც ვერ განსაზღვრავ, რომელ ქვეყანაში რა შეიძება იყოს საინტერესო, თუმცა არის ქალაქები, რომლებიც ნებისმიერი ინტერესის მქონე ადამიანს მოხიბლავს, მაგალითად, ბარსელონა. ამ ქალაქში მართლა ყველაფერია ზაფხულში – გართობა, ხელოვნება, ზღვა და კიდევ ათასი რამე.

– თქვენთვის ყველაზე ეგზოტიკური და დასამახსოვრებელი რომელი ქვეყანა იყო?

– ჩემთვის ყველაზე ეგზოტიკური შვეიცარია იყო – ბუნებისა და ცივილიზაციის საოცარი და შთამბეჭდავი შერწყმა. მინდა, რომ შვეიცარიის მთებში ყველამ იმოგზაუროს, რომ ის ემოციები, რაც მე მივიღე, მათაც განიცადონ.

© photo: courtesy of Tatia Tetrashviliთათია მეუღლესთან ერთად
მოგზაურობის დროს ნაპოვნი სიყვარულის ისტორია და წითელ ზღვაში ფერად თევზებთან მოცურავე გოგო - Sputnik საქართველო
თათია მეუღლესთან ერთად

– გაიხსენეთ მოგზაურობის დროს მიღებული შთაბეჭდილება, თავგადასავალი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ...

– ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება წითელ ზღვაში დაივინგმა მოახდინა. ფერად-ფერადი თევზების ჯარებთან ერთად ცურვა სასწაული იყო. ნემო რომ არის, მულტფილმი, სწორედ იქ მეგონა თავი. თავგადასავალს რაც შეეხება, ესპანეთში ორკვირიანი მოგზაურობა სულ თავგადასავლებით იყო სავსე, განსაკუთრებით საინტერესო იყო კოსტა ბრავას პლაჟის ნაცვლად მთებში რომ აღმოვჩნდით. მატარებელი შეგვეშალა და სამი საათი სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით ვიმგზავრეთ. თან კატალონიაში ინგლისური დიდად არავინ იცის. თავიდან სანაპიროს რომ ვერ ვპოულობდით, გვეგონა ადგილობრივებმა არც იცოდნენ, რომ იქ ზღვა იყო, კვარიათს ვადარებდით. აქეთ მთები, იქით კი ზღვა იქნებაო, ვფიქრობდით. მერე მთელ სოფელში ვინც ყველაზე კარგად იცოდა ინგლისური, ის მოგვიყვანეს და იმან გვითხრა „ზის იზ მაუნთინ“...

– საქართველოს გარდა რომელ ქვეყანაში იცხოვრებდით?

– ყველა ქვეყანაში ვიმოგზაურებდი, მაგრამ ვიცხოვრებდი მხოლოდ საქართველოში, ჩემიანების გარეშე არ შემიძლია.

© photo: courtesy of Tatia Tetrashviliმოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოები
მოგზაურობის დროს ნაპოვნი სიყვარულის ისტორია და წითელ ზღვაში ფერად თევზებთან მოცურავე გოგო - Sputnik საქართველო
მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოები

– გაიხსენეთ უცხო ქვეყნის ტრადიცია ან კანონი, რომელმაც გაგაოცათ...

– გამაოცა და აღმაფრთოვანა მიუნხენში ტრადიციული ტანსაცმლის ტრადიციამ. შაბათ-კვირას ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა ტრადიციულ სამოსშია გამოწყობილი, ძალიან მხიარული და საინტერესო ხალხია. გერმანელებზე ასეთი რამ არ მსმენოდა და ამიტომ დამამახსოვრდა ასე კარგად.

© photo: courtesy of Tatia Tetrashviliმოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოები
მოგზაურობის დროს ნაპოვნი სიყვარულის ისტორია და წითელ ზღვაში ფერად თევზებთან მოცურავე გოგო - Sputnik საქართველო
მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოები

– მოგზაურობა უფრო სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება, მაგრამ შიში ან იმედგაცრუებაც თუ განგიცდიათ?

– იმედგაცრუება მაშინ განვიცადე, როცა სტამბულში პირველი მოგზაურობიდან აია სოფიას უნახავად წამოვედი. ტაძრის მონახულება ბოლო დღისთვის მოვიტოვე, ეს ბოლო დღე ორშაბათი იყო, ამ დღეს კი თურმე დაკეტილია...

შიშს რაც შეეხება, უკრაინაში, კიევის ლავრაში ძალიან უცნაური, ბნელი და მიხვეულ-მოხვეული ადგილებია. იქ წმინდანების ჩასასვენებლებია, სადაც წმინდა ნაწილები დაუმარხავია და ძალიან შემეშინდა, დეტალებს არ მოვყვები.

© photo: courtesy of Tatia Tetrashviliმოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოები
მოგზაურობის დროს ნაპოვნი სიყვარულის ისტორია და წითელ ზღვაში ფერად თევზებთან მოცურავე გოგო - Sputnik საქართველო
მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოები

– ევროპა თუ აზია?

– ევროპა, რადგან აზიას ნაკლებად ვიცნობ. არჩევანს რომ ვაკეთებ, გული სულ ევროპისკენ მიმიწევს.

– გიყვართ უცხო კერძების დაგემოვნება?

– აუცილებლად, ყველა ქვეყანაში ვსინჯავ ადგილობრივ კერძებს. ჩემი ფავორიტი პოლონეთია, ყველაფერი მომეწონა რაც გავსინჯე, მერე მოჰყვება იტალიური. დანარჩენ ქვეყნებში ერთი-ორი რამე თუ მომწონებია, მაგალითად, აზერბაიჯანში ალუჩის მჟავე. თურქეთში და ეგვიპტეში საოცარ ტკბილეულს და პურს აკეთებენ, გერმანიასა და ჩეხეთში ლუდი და ძეხვეულია უგემრიელესი.

© photo: courtesy of Tatia Tetrashviliმოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოები
მოგზაურობის დროს ნაპოვნი სიყვარულის ისტორია და წითელ ზღვაში ფერად თევზებთან მოცურავე გოგო - Sputnik საქართველო
მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოები

– ყველა მოგზაურობას თან ახლავს თავგადასავლები, ხშირად ჩავარდნილხართ უცნაურ, ან კურიოზულ სიტუაციაში?

– ჩეხეთში კარლოვი ვარი (ჩეხურად), მოსტ კარლა (რუსულად) და ჩარლზ ბრიჯი (ინგლისურად) პრაღის სამი სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა გვეგონა, რამდენიმე დღე ვეძებდით და ბოლოს უცებ მივხვდით, რაც ხდებოდა რეალურად.

საერთოდ, საქართველოში და მის გარეთ უამრავი თავგადასავალი ყოფილა, ალბათ ყველაზე დიდი თავგადასავალი მაინც ისაა, რომ ჩემი ქმარიც მოგზაურობით ვიპოვე. სვანეთში პირდაპირ მის სასტუმროში ჩავედი დასასვენებლად მეგობრებთან ერთად. როდესაც დიასახლისმა (უკვე დედამთილმა) გასაღები მოგვცა, მე რატომღაც ვთქვი, ეს გასაღები მე მქონდეს, მაინც ჩემი გახდება-მეთქი. არადა, ჩემი ქმარი ჯერ ნანახიც არ მყავდა, ისიც კი არ ვიცოდი, რომ ამ ოჯახს ბიჭი ჰყავდა. სვანეთში პირველად რომ მოვხვდი, სრულიად განსხვავებული შეგრძნება დამეუფლა. ულამაზესია და როდესაც მოგზაურობაზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ეს ნამდვილად ის ადგილია, ცხოვრებაში ერთხელ მაინც რომ უნდა ნახო.

© photo: courtesy of Tatia Tetrashviliთათია მეუღლესთან ერთად
მოგზაურობის დროს ნაპოვნი სიყვარულის ისტორია და წითელ ზღვაში ფერად თევზებთან მოცურავე გოგო - Sputnik საქართველო
თათია მეუღლესთან ერთად

– ახლო მომავალში სად გეგმავთ გამგზავრებას, რის მონახულებას აპირებთ?

– ნუ, სვანეთში წასვლას მოგზაურობას აღარ ვეძახი, მაგრამ ხვალ მივდივარ და ჩემი დეიდაშვილები მიმყავს მესტიაში. ისინი ჯერ არ ყოფილან და ვაპირებ, რომ შემოდგომის სვანეთით ისინიც მოვხიბლო.

ჩემი შემდეგი მოგზაურობა ზუსტად არ მაქვს დაგეგმილი, მაგრამ, ვფიქრობ, ეს იქნება ავსტრიის მთები ან რუმინეთი – ძალიან მაინტერესებს დრაკულას სასახლე.

 

ყველა ახალი ამბავი
0