ტურიზმის სააგენტო: ყველაზე პოპულარული ადგილები საქართველოში

გამოწერა
საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი სტუმარი გერმანიიდან ეწვია

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველოს ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილები პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, ოკაცეს კანიონი და თბილისის ეროვნული პარკი გახდა, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს ცნობით, დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 27%-ით გაიზარდა.

აბანოთუბანი - Sputnik საქართველო
ტურიზმის ადმინისტრაცია: ბინების გაქირავებაზე გადასახადების დაწესება არ იგეგმება

„2018 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 974 827 ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ვიზიტორთა 52% ქართველია, ხოლო 48% - უცხოელი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველაზე მეტი სტუმარი საქართველოს დაცულ ტერიტორიებს  გერმანიიდან, პოლონეთიდან,  ისრაელიდან, უკრაინიდან  და რუსეთიდან ჰყავდა.

სააგენტოს ინფორმაციით, კონკრეტულად სექტემბერში დაცულ ტერიტორიებს 153 783 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 2017 წლის სექტემბერთან შედარებით, 23%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

Discount Week: საქართველოში ფასდაკლებების კვირეული დაიწყო >>

საქართველოში ბოლო დროს ტურიზმის სფერო დინამიურად ვითარდება. 2018 წლის ცხრა თვეში საქართველოს 6,8 მილიონი უცხოელი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 11,2%-ით აღემატება.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0