The Guardian სვანეთზე: ალპებზე უკეთესი

© Sputnik / Denis Aslanovსვანეთი
სვანეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გემრიელი საჭმელი, სტუმართმოყვარეობა და საოცარი ხედები - The Guardian ტურისტებს სვანეთში მოგზაურობას ურჩევს

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ბრიტანული გამოცემა The Guardian-მა სვანეთი ევროპის 20 საუკეთესო ტურისტულ მარშრუტში შეიყვანა.

სტატიაში სათაურით „დასვენებისთვის საუკეთესო 20 ტბა და მთა ევროპაში" სვანეთი მეხუთე ადგილზეა. რეიტინგში აღნიშნულია იტალიის, ესპანეთის, ნორვეგიის, ავსტრიისა და სხვა ქვეყნების ღირსშესანიშნაობები. საქართველოს შესახებ საუბარი იწყება ასე — „საქართველო — ალპების ალტერნატივა".

„ფეხით სოფლიდან სოფელში, თავბრუდამხვევი პეიზაჟები… კავკასიის რეგიონ კავკასიაში — სვანეთში ყოფნისას, ალბათ გაგიკვირდებათ, რატომ გაინტერესებდათ მხოლოდ ალპები, როდესაც საქართველოში ამაზე უკეთესი ადგილია", — ნათქვამია The Guardian-ის სტატიაში.

მაღალმთიანი სვანეთის ზამთრის პეიზაჟი - Sputnik საქართველო
უშგული – სვანეთის მარგალიტი

სტატიაში აღნიშნულია ადგილობრივ კერძებზე, რომელიც ძალზე გემრიელი და იაფია, ხოლო სტუმართმოყვარე მასპინძლები სტუმრებს ჭაჭით უმასპინძლდებიან.

„და ამ დროს ზევიდან დაგყურებთ ცისკენ, ოთხი ათას მეტრ სიმაღლეზე აზიდული ყინულიანი მწვერვალები, უფრო მაღალი, ვიდრე ალპები", — აღნიშნულია სტატიაში.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, სვანეთი მთელ მსოფლიოში ცნობილია თავისი კოშკებითა და შხარას მწვერვალით.

გამოცემაში ასევე მითითებულია საქართველოში მოგზაურობის ფასი — 1,1 ათასი ფუნტი სტერლინგი.

სვანეთი ტურისტების საყვარელი ადგილია. აქ არის სათხილამურო ტრასები ხაწვალი და თეთნულდი.

სვანეთის გულია მესტია, რომელიც ზღვის დონიდან 1,5 ათას მეტრ სიმაღლეზე და თბილისიდან 456 კილომეტრშია. ტურიზმის განვითარებასთან ერთად მესტიაში გამოჩნდა სხვადასხვა სასტუმრო და ტურისტების მომსახურების ცენტრი.

ყველა ახალი ამბავი
0