Euronews-ზე აჭარის შესახებ კლიპი გადის

© Sputnik / Seyran Baroyanშავი ზღვის სანაპირო აჭარაში
შავი ზღვის სანაპირო აჭარაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სარეკლამო რგოლი Euronews-ზე ბათუმის სილამაზეზე მოგვითხრობს

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. ტელეარხ BBC-ს შემდეგ აჭარის ტურისტულ პოტენციალზე კლიპის ტრანსლირება Euronews-მაც დაიწყო, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.

ტელეარხ Euronews-ის მეშვეობით მსოფლიოს 195 ქვეყნის მოსახლეობა აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ეცნობა. სატელევიზიო რეკლამის გარდა, წელს Euronews-ის მაყურებელი ნახავს გადაცემებს აჭარის ღირსშესანიშნაობების შესახებ.

Euronews-ის ჟურნალისტებმა აჭარა აპრილის დასაწყისში მოინახულეს. ისინი ასევე აპირებენ რეგიონში სტუმრობას ზაფხულში, შემდეგ შემოდგომით, რათა ჭადრაკში მსოფლიო ოლიმპიადა გააშუქონ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე აგრძელებს მოლაპარაკებებს ტელეარხებთან Deutsche Welle და CNN, სადაც რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით ვიდეორგოლების განთავსება იგეგმება.

„ამას დაემატება სატელევიზიო რეკლამა უკვე სამიზნე ქვეყნების ადგილობრივ ტელევიზიებში, მაგალითად პოლონეთში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში. გარდა ამისა, ვიწყებთ აქტიურ ინტერნეტ რეკლამასა და გარე რეკლამას 16 სამიზნე ქვეყანაში“, — აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი.

The Guardian-მა თუშეთს სამოთხე უწოდა >>

მისი თქმით, სარეკლამო კამპანიის მიზანია — რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიცნოს საქართველო და აჭარის რეგიონი.

საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიურად ვითარდება. ზაფხულის სეზონზე ტურისტების ძირითადი ნაკადი აჭარის სანაპიროზე მოდის. ტურისტებისთვის დასვენების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილს ბათუმი წარმოადგენს.


ყველა ახალი ამბავი
0