GEM Fest–ი ანაკლიაში – ორგანიზატორები 140–მდე შემსრულებლის ჩამოყვანის პირობას დებენ

© photo: Sputnik / Tinatin BukiaGEM Fest 2017
GEM Fest 2017 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელექტრონული მუსიკის ფესტივალის გუნდმა ის შემსრულებლები დაასახელა, რომლებიც აუცილებლად ჩამოვლენ GEM Fest–ზე

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. GEM Fest–ის ორგანიზატორებმა ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ლაინაპის (შემსრულებელთა სია) პირველი ნაწილი გამოაქვეყნეს. ფესტივალი ანაკლიაში 9–12 აგვისტოს გაიმართება. მასში სულ მონაწილეობას 140–მდე შემსრულებელი მიიღებს, ნათქვამია GEM Fest–ის Facebook–გვერდზე.

შემსრულებელთა შორის არიან: დიჯეი ნიდერლანდებიდან Sebastien Leger, ბელგიელი მუსიკოსი Sierra Sam, ფრანგი დიჯეი Lamine, შვედი დიჯეი Adelina და დიჯეი მოსკოვიდან Anushka.

როგორც ფესტიალის დამაარსებელი გიორგი სიგუა წერს, წარმოდგენილი ლაინაპი მხოლოდ პროგრამის 20%–ია. სულ ორგანიზატორებმა 28 შემსრულებლის ვინაობა დაასახელეს.

განმუხური - Sputnik საქართველო
ანაკლია GEM Fest-ის გარეშე: კონცერტების ჩატარებას Black Sea Arena-ს გუნდი ითავებს

უფრო ადრე ფესტივალის ჩატარება საეჭვო იყო. ეკონომიკის სამინისტრომ ორგანიზატორებს უარი უთხრა მიწის ნაკვეთის იჯარაზე, სადაც ტრადიციულად ტარდებოდა GEM Fest–ი.

ფესტივალის ორგანიზატორებმა ბილეთების გაყიდვა მანამდე დაიწყეს, სანამ GEM Fest–ის ჩატარების ადგილი და თარიღი გახდებოდა ცნობილი. ამან ბევრი კითხვა გამოიწვია მოქალაქეებში, მაგრამ ორგანიზატორებმა დაარწმუნეს საზოგადოება, რომ ფესტივალი აუცილებლად გაიმართება ანაკლიაში 9–12 აგვისტოს, მაგრამ კერძო ტერიტორიაზე.

GEM Fest-ი 2017 წელს ერთ თვეს გაგრძელდა და ნაწილობრივ სახელმწიფო ბიუჯეტიდან იყო დაფინანსებული. ამასთან, ორგანიზატორებს ფინანსური პრობლემები გაუჩნდათ და მათ ღონისძიების თანამშრომლებს ხელფასების გადახდა დაუგვიანეს. მოგვიანებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ GEM Fest-ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების წინააღმდეგია.

გარდა ამისა, GEM Fest 2017 ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ღონისძიება აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ინტოქსიკაციის შედეგად ფესტივალის 22 წლის სტუმარი გოგონა გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმეს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ამან ააგორა ჭორები, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე ნარკოტიკებით თავისუფლად ვაჭრობენ. საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ფესტივალის აკრძალვაც კი მოითხოვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0