ბათუმის ბულვარი ახალი ტურისტული სეზონისთვის ემზადება

გამოწერა
ბულვარზე გაჩნდება თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი ახალი ველობილიკი

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ ახალი ველობილიკის მოწყობას გეგმავს, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" ბულვარის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა მაგდა ჯაიანმა.

„ამჟამად ბულვარში დაგებულია ფილები, რომელიც ყოველდღიურ რემონტსა და განახლებას საჭიროებს. ამიტომ გადავწყვიტეთ, მოვხსნათ ის და წითელი ფერის პიგმენტირებული ბეტონის საფარი გავაკეთოთ, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება", — აღნიშნა ჯაიანმა.

© FB / Batumi Boulevardბათუმის ბულვარი
Батумский бульвар - Sputnik საქართველო
ბათუმის ბულვარი

ახალი ველობილიკი 19,4 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართზე მოეწყობა. ტენდერი სამუშაოების ჩატარებაზე ორი კვირის განმავლობაში გამოცხადდება.

„ზაფხულის ტურისტულ სეზონამდე ყველა სამუშაო დასრულდება. ახალი ველობილიკი უკეთესი და უფრო კომფორტული იქნება. გარდა ამისა, მისი რემონტი ყოველ წელს საჭირო აღარ იქნება", — აღნიშნა ჯაიანმა.

ველობილიკის განახლებაზე 1,7 მლნ ლარი დაიხარჯება.

ზურაბ პატარაძე სპორტკომპლექსის მშენებლობის პროექტს გაეცნო - Sputnik საქართველო
მეგა-პროექტი: ბათუმში თანამედროვე სპორტკომპლექსი აშენდება

ადმინისტრაცია ასევე გეგმავს ახალი ბულვარის ტერიტორიაზე გრანიტის ფილებისა და ბორდიურების შეცვლას. ტენდერში გამარჯვებული კომპანია მთლიანად შეცვლის შიდა კომუნიკაციებს.

სარემონტო სამუშაოები იგეგმება ამფითეატრის ახლოსაც. საუბარია 30,1 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზე. სულ სამუშაოებზე 2,08 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბათუმის ბულვარზე მალე გაჩნდება ბათუმის ბულვარის პირველი მებაღე-დეკორატორის, იასონ გორდეზიანის ძეგლი, განაცხადა ჯაიანმა.

ბათუმის ბულვარი 1881 წელს დაარსდა. მისი სიგრძე ამჟამად დაახლოებით რვა კილომეტრს შეადგენს.

 

ყველა ახალი ამბავი
0