თბილისში სპორტული ტურიზმის კონფერენცია გაიხსნა

© photo: Sputnik / Anna AnastasiadiSportway Tourism
Sportway Tourism - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონფერენციის მონაწილეები მოწინავე საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. თბილისში სტარტი აიღო სპორტული ტურიზმის Sportway Tourism ორდღიანმა საერთაშორისო კონფერენციამ, რომლის მონაწილეებიც რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ევროპის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და სხვა ქვეყნების სპორტული ინდუსტრიის წარმომადგენლები არიან, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი.

კონფერენციის გახსნის ცერემონიას თბილისის მერი დავით ნარმანია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ესწრებოდნენ.

ტურისტები თბილისში ფოტოებს იღებენ - Sputnik საქართველო
ტურიზმი საქართველოსა და დსთ-ში: ქვეყნების თანამშრომლობის პერსპექტივები

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ თბილისში ამ დონის ღონისძიება პირველად ტარდება. დარწმუნებული ვარ, უცხოელ კოლეგებთან გამოცდილების გაზიარება საქართველოში სპორტული ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს და ამის წყალობით მომავალ წელს ჩვენ ქვეყანას შვიდი მილიონი ტურისტი ეწვევა", — აღნიშნა ნარმანიამ.

ღონისძიება საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის, საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება. Sportsway Tourism 2017-ის საინფორმაციო პარტნიორია საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო".

საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიურად ვითარდება. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოს 5 მილიონი უცხოელი ეწვია, რაც 18,9%-ით მეტია გასული წლის მონაცემებთან შედარებით. მათგან 2,5 ათასი ტურისტი იყო, რაც 29,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

ყველა ახალი ამბავი
0