23:47 05 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6780
  • 100 RUB4.2550
  • USD3.1022
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ექიმი გირჩევთ (169)
64 0 0

ექიმის თქმით, ხურტკმელის უმთავრესი უპირატესობა ისაა, რომ შაქრიანი დიაბეტის განვითარებას უშლის ხელს და ზოგადად ამცირებს შაქრის დონეს სისხლში.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ხურტკმელი (კრიკინა) მეტად სასარგებლოა ორგანიზმისთვის და არაერთი დაავადებისგან იცავს ადამიანს, აცხადებს დიეტოლოგი და ენდოკრინოლოგი ეგანა კოროლიოვა.

მისი თქმით, ამ კენკრის უპირველესი ღირსება ისაა, რომ მინიმუმამდე ამცირებს შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს. 

„ხურტკმელის მთავარი პლუსი ისაა, რომ ხელს უშლის შაქრიანი დიაბეტის განვითარებას ვიტამინ Н-ის წყალობით, რომელიც გლუკოზის დონეს აქვეითებს სისხლში. გარდა ამისა, ის ახდენს ისეთი ფერმენტის სინთეზს, როგორიცაა გლუკოკინაზა. ეს ფერმენტი ხელს უწყობს ნახშირწყლების ხლეჩვას, რითიც ასევე ამცირებს შაქრის რაოდენობას ადამიანის სისხლში“, – ამბობს სპეციალისტი.

ეს კი, ექიმის განმარტებით, თავის მხრივ წონაში კლებასაც ეხმარება.

აღსანიშნავია, რომ ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით უმდიდრეს 100 გრამ ხურტკმელში სულ 45 კილოკალორიაა. ამასთან, სასარგებლოა როგორც მწვანე, ისე წითელი ხურტკმელი. 

ექიმის თქმით, ხურტკმელი ძალიან სასარგებლოა კანისთვისაც — გოგირდისა და ვიტამინ С-ს დიდი რაოდენობით შემცველობის გამო.

„ზოგი კვლევა ადასტურებს, რომ ხურტკმელის მიღება სასარგებლოა ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა აკნე და დერმატიტი“, — განმარტავს სპეციალისტი.

გარდა ამისა, ხურტკმელი უნდა მიირთვან მათაც, ვისაც ძვლებისა და სახსრების პრობლემა აქვთ. ამ კენკრის წყალობით (პირველ რიგში, მასში შემავალი მანგანუმის), მცირდება მყესების დაზიანების, მოტეხილობებისა და ამოვარდნილობების რისკი.  

ამასთან მაგნიუმისა და В ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი დადებით გავლენას ახდენს განწყობაზე და ამცირებს დეპრესიების ალბათობას.

ხურტკმელის სასარგებლო და სამკურნალო თვისებების სრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • ამაგრებს სისხლძარღვებს, რითიც აუმჯობესებს ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემას; რეგულარული მიღების შემთხვევაში ამცირებს ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორებიცაა: ჰიპერტონია, შაქრიანი დიაბეტი, ათეროსკლეროზი, ვენური და გულის უკმარისობა;
  • ამცირებს სისხლჩაქცევების რისკს;
  • აყალიბებს ბუნებრივ ჰორმონალურ ფონს;
  • არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს წონაში კლებას;
  • აუმჯობესებს ემოციურ ფონს და აღადგენს ორგანიზმს ფსიქიკური გადაღლილობის შემდეგ;
  • აძლიერებს იმუნიტეტს;
  • აუმჯობესებს ნაღვლის გამომუშავებასა და გადინებას;
  • აჩქარებს საჭმლის მონელების პროცესს;
  • აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;
  • არეგულირებს ქოლესტერინისა და გლიკოზის დონეს სისხლში;
  • ამუხრუჭებს დაბერების პროცესს, აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი;
  • თაფლთან ერთად არის გაციების სამკურნალო საშუალება;
  • კენკრის ნაყენი მკურნალობს როგორც დიარეას, ისე ქრონიკულ შეკრულობას.

გარდა ამისა, ექიმები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ხურტკმელს განსაკუთრებული სარგებლობა მოაქვს ქალებისთვის, ვინაიდან ხელს უწყობს ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ჰორმონალური ფონის ნორმალიზაციას კლიმაქსის პერიოდში, ამცირებს მენოპაუზით გამოწვეულ უასიამოვნო შედეგებს, არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს.
მედიკოსები ფეხმძიმე ქალებს ურჩევენ, შეიტანონ ხურტკმელი რაციონში ოსრულობის პირველსავე ტრიმეტრში. ამგვარად ისინი ხელს შეუწყობენ როგორც საკუთარი, ისე ნაყოფის ორგანიზმის ვიტამინებით გამდიდრებას, მოსპობენ ანემიისა და ასევე თირკმელების ფუნქციონირების დარღვევის რისკებს, შეამცირებენ შეშუპებებს, ვინაიდან ხურტკმელი ხელს უწყობს ორგანიზმიდან მარილების გამოდევნას.

იკრძალება კატეგორიულად! ვისთვის არ შეიძლება მარწყვი

თუმცა სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ დღეში 100 გრამზე მეტი ხურტკმელის მიღება რეკომენდებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან სასარგებლო კენკრაა, მისმა ჭარბმა მიღებამ შეიძლება ჰიპერვიტამინოზი გამოიწვიოს.

და კიდევ, ხურტკმელის მიღება ეკრძალებათ მათ, ვისაც კუჭ-ნაწლავის სისტემის პრობლემები აქვთ, მაგალითად, აწუხებთ წყლული, გასტრიტი ან სხვა ქრონიკული დაავადება.

თემები:
ექიმი გირჩევთ (169)

მთავარი თემები