ახლად გამოწურული წვენი სასარგებლო არ არის: ექიმი განმარტავს მიზეზს

© Pixabay / silviaritaხილის წვენი და ვიტამინები
ხილის წვენი და ვიტამინები - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
გამოწერა
ცნობილმა ექიმმა განმარტა, რატომ უნდა შეაჩეროთ არჩევანი მთლიან ხილზე და არა თუნდაც ახლად გამოწურულ წვენზე.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ახლად გამოწურულ წვენს ორგანიზმისთვის სარგებლობა არ მოაქვს, განაცხადა ცნობილმა ექიმმა და ტელეწამყვანმა ალექსანდრ მიასნიკოვმა და განმარტა, რატომაა, მაგალითად, თავად ვაშლი უფრო სასარგებლო, ვიდრე მისი წვენი.
ბროწეული - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2019
აკრძალულია კატეგორიულად: ბროწეულსა და მის წვენზე უარი უნდა თქვათ, თუ...
მისი თქმით, როდესაც ადამიანი ვაშლს ჭამს, მისი რბილობი ფერმენტებიანი ნერწყვით იჟღინთება, შემდეგ კი ნაწლავის წვენით მუშავდება. ამგვარად მნიშვნელოვანი მიკროელემენტები თანდათან ისრუტება და სწორი „საკვები გუნდა“ ყალიბდება. წვენის შემთხვევაში კი მსგავსი არ ხდება.
„უჯრედისი — ეს დოზატორია, რომელიც ორგანიზმს სასარგებლო პროდუქტებს აწვდის (როგორც ინექცია საჭირო ადგილზე). ხოლო როდესაც ვაშლს ვწურავთ, ვიღებთ წვენს ჩენჩოს გარეშე. ეს კი „საკვები გუნდა“ არ არის. ყველაფერი პირდაპირ კუჭში ხვდება, მჟავიანობას ცვლის და მომენტალურად იწოვება. ასეთ დროს განსაკუთრებულ სარგებელს ვერ ვიღებთ, იმიტომ რომ არ არსებობს მთავარი — დოზატორი“, — განმარტა მიასნიკოვმა.
კიდევ ერთ მაგალითად ექიმმა კომბოსტოს წვენი დაასახელა, რომელსაც ბევრი სვამს, მერე კი კუჭის ტკივილები, საჭმლის მონელებისა და სხვა პრობლემები აწუხებთ.
მისი თქმით, მთლიან ხილსა და თუნდაც ახლად გამოწურულ წვენს შორის არჩევანი ჯობს მთლიან ხილზე შეაჩეროთ. 
ყველა ახალი ამბავი
0