07:47 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ექიმი გირჩევთ (169)
46210

სპეციალისტის თქმით, ბალი ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით ალუბალზე უფრო მდიდარია და ამასთან ორჯერ ნაკლებ შაქარსაც შეიცავს.

თბილისი, 7 ივლისი − Sputnik. რომელია ორგანიზმისთვის უფრო სასარგებლო ხილი ბალი თუ ალუბალი – ცნობილი დიეტოლოგი სვეტლანა ფუსი განმარტავს საკუთარ Instagram-ზე.

მისი თქმით, ორივე სასარგებლო ნუტრიენტების შემადგენლობით გამოირჩევა. თუმცა ბალი ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით უფრო მდიდარია, ვიდრე ალუბალი, და ამასთან ამ უკანასკნელზე ორჯერ ნაკლებ შაქარსაც შეიცავს.

გარდა ამისა, ბალში შედის ჰორმონი მელატონინი, რომელიც ენდოკრინული სისტემის მუშაობაზეა პასუხისმგებელი, უზრუნველყოფს ქოლესტერინის დონის ნორმალიზებას და არეგულირებს ძილს.

„ცოცხალ მდგომარეობაში ორივე ხილს დაახლოებით თანაბარი კალორიულობა აქვს − 50-62 კკლ 100 გრამზე. ბალი, რომლის გლიკემიური ინდექსი 22-ია, ამ მხრივ ჩემპიონია ხილსა და კენკროვნებს შორის“, − წერს დიეტოლოგი.

სპეციალისტის თქმით, ორივე ხილი პოზიტიურ გავლენას ახდენს გულის მუშაობაზე, სისხლძარღვების მდგომარეობაზე და ასევე სისხლის წნევაზე.

ამასთან:

  • ამცირებს თრომბების წარმოქმნის რისკს,
  • ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას,
  • ეხმარება ქოლესტერინის დონის ნორმის ფარგლებში შენარჩუნებას,
  • არის გაციების პროფილაქტიკა,
  • აუმჯობესებს საჭმლის მონელებასა და კუჭ-ნაწლავის პერისტალტიკას,   
  • ეხმარება ორგანიზმს შეკრულობის დროს,
  • პოზიტიურ გავლენას ახდენს თმებისა და ფრჩხილების მდგომარეობაზე.

მანამდე დიეტოლოგი ელენა სალამატინა წერდა, რომ შეგიძლიათ ჩაატაროთ ბლით განტვირთვის დღე (24 საათი), რა დროსაც სამ კილოგრამამდე დაიკლებთ. თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ექიმები ამ პროცედურის ხშირ გამეორებას არ გვირჩევენ.

თემები:
ექიმი გირჩევთ (169)

მთავარი თემები