04:39 02 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7174
  • 100 RUB4.2829
  • USD3.1244
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ექიმი გირჩევთ (167)
180 0 0

მიუხედავად იმისა, რომ მაყვალს უამრავი დადებითი თვისება აქვს, კენკრა შეიძლება მავნებელი გამოდგეს ზოგ შემთხვევაში.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. მაყვალი დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს, ის აძლიერებს ნერვულ სისტემას და ადამიანს სტრესთან გამკლავებაში ეხმარება, აცხადებენ სპეციალისტები.

როგორც ცნობილია, მაყვალი მდიდარია მინერალური ნივთიერებებით – სპილენძით, მარგანეცით, მაგნიუმით, კალიუმითა და კალციუმით. ის ასევე შეიცავს Р, А, В1, В2, Е, С და РР ვიტამინებს, რკინას, უჯრედისსა და მთრიმლავ ნივთიერებებს. შესაბამისად, მისი ყოველდღიური მიღება იმუნიტეტს მნიშვნელოვნად აძლიერებს.

ამასთან მაყვალი ძალიან დაბალკალორიული პროდუქტია − 100 გრამში მხოლოდ 43 კილოკალორიაა.

თუმცა, მიუხედავად ჩამოთვლილი სასარგებლო თვისებებისა, ეს კენკრა შეიძლება მავნებელიც გამოდგეს ზოგ შემთხვევაში.

სპეციალისტების თქმით, მაყვალს არ გააჩნია სპეციალური უკუჩვენებები, თუმცა ზოგ ადამიანში ის ალერგიულ რეაქციებს იწვევს. სიმპტომები, რაც ქავილით, გამონაყარით, გულისრევითა და ლორწოვანას შეშუპებით გამოიხატება, შეიძლება გაჩნდეს ჭამიდან რამდენიმე წუთში, ან სულაც რამდენიმე დღის შემდეგ.

მაყვალი რეკომენდებული არ არის კუჭისა და წვრილი ნაწლავების დაავადების შემთხვევაში. მას ასევე სიფრთხილით უნდა მოეკიდონ დაბალი წნევის მქონეები. ასეთებმა კენკრა მხოლოდ მცირე რაოდენობით უნდა მიირთვან.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მაყვალი უშუალოდ ჭამის წინ უნდა გაირეცხოს. მანამდე კი შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ არაუმეტეს შვიდი დღისა.

მაყვლის სარგებელი ქალებისთვის

მაყვალი ხელს უწყობს ცხიმების დაშლას ორგანიზმში, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. თავისი შემადგენლობის წყალობით აუმჯობესებს ძილს, ხსნის დეპრესიას და ამაღლებს განწყობას.

მიირთვით ცივად და გახდებით: ექსპერტი ასახელებს სამ პროდუქტს>>

გარდა ამისა, მაყვალი აახალგაზრდავებს კანის უჯრედებს და აწესრიგებს ჰორმონების გამომუშავებას.

სარგებელი მამაკაცებისთვის

მაყვალი ნებისმიერი ასაკის მამაკაცისთვის არის ძალიან სასარგებლო. ახალგაზრდებში ის აძლიერებს ამტანობასა და სქესობრივ სისტემას, ხოლო ხანდაზმულებში − მნიშვნელოვნად ამცირებს ინსულტებისა და ინფარქტების რისკს.

თემები:
ექიმი გირჩევთ (167)

მთავარი თემები