02:59 02 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7174
  • 100 RUB4.2829
  • USD3.1244
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ექიმი გირჩევთ (167)
3040 0 0

ჟოლოს სამკურნალო თვისებები უძველესი დროიდან არის ცნობილი. ის გამოიყენება გრიპის, გაციების სამკურნალოდ, აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ამცირებს მაღალ არტერიულ წნევას, აბრკოლებს ათეროსკლეროზის განვითარებას...

თბილისი, 22 ივნისი − Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ ჟოლო ძალიან სასარგებლო კენკრაა მასში შემავალი არაერთი ვიტამინის, ეთერზეთებისა და სხვა შენაერთების გამო, არსებობს ადამიანთ კატეგორია, რომლებისთვისაც ჟოლოს უკუჩვენება აქვს, აცხადებს ექიმი-დიეტოლოგი ოლგა კორობლიოვა.

მისი თქმით, ზრდასრულ ადამიანს, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიუყენებლად, დღეში 400 გრამოი ჟოლო შეუძლია მიირთვას. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ საქმე კუჭ-ნაწლავის დაავადებების − გასტრიტისა და წყლულის გამწვავებასთან გვაქვს, ან ადამიანს თირკმელების პრობლემები აწუხებს, მაშინ ეს უგემრიელესი კენკრა საერთოდ უნდა გამოვრიცხოთ რაციონიდან.

ექიმის თქმით, ჟოლო შარდმდენია და შეუძლია ზედმეტად დატვირთოს თირკმელები.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისისც, რომ ჟოლო ძლიერი ალერგენია. ამიტომ მის მიღებას დიდი რაოდენობით არ ურჩევენ მათ, ვისაც სხვა კენკრზე, მაგალითად, მარწყვზე აქვს ალერგია.

ამასთან დიეტოლოგმა ხაზი გაუსვა, რომ ჟოლო მადას აძლიერებს და ამიტომ მან, ვინც გახდომას აპირებს, დროებით მაინც უნდა თქვას უარი მასზე. უკიდურეს შემთხვევაში შესაძლებელია ჟოლოს რბილ ხაჭოსთან ან იოგურტთან ერთად ჭამა.

თემები:
ექიმი გირჩევთ (167)

მთავარი თემები