03:25 02 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7174
  • 100 RUB4.2829
  • USD3.1244
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ექიმი გირჩევთ (167)
125 0 0

ნუტრიციოლოგი და დიეტოლოგი ასახელებს იმ პროდუქტებს, რომელთა ერთი ნაწილი ოფლის სუნს ამძაფრებს, ხოლო მეორე, პირიქით, ოფლიანობასაც ასუსტებს და მის სუნსაც.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. არსებობს ისეთი პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს ოფლიანობასა და ოფლის სუნის გაძლიერებას, ან მის შემცირებას, აცხადებს დიეტოლოგი და ნუტრიციოლოგი ევგენი არზამასცევი.

ექიმი უპირველესად ყურადღებას ამახვილებს ხორცპროდუქტებზე. მისი თქმით, სწორედ ხორცი უწყობს ხელს ჭარბ ოფლიანობას.

„ხორცი თავისთავად არის მძიმე პროდუქტი. თუ ადამიანი მას დიდი რაოდენობით მიირთმევს და მერე, ვთქვათ, სასეირნოდ წავა, ოფლის გამოყოფა გაუძლიერდება. ამასთან, ხორცის მიღების შემდეგ შეიძლება სისხლში აზოტოვანი ფუძეები წარმოიქმნას, რაც ოფლის სუნს აძლიერებს“, — ამბობს სპეციალისტი.

ნუტრიციოლოგი გირჩევთ, რომ ხორცეული კვირაში მაქსიმუმ ორჯერ მიირთვათ.

მეორე პროდუქტი, რომელიც ასევე ხდება ჭარბოფლიანობის მიზეზი — ეს ცხარე წიწაკაა, რომელიც მეტაბოლიზმის დამაჩქარებელ კაპსაცინს შეიცავს. ამასთან, წიწაკა ხელს უწყობს ტემპერატურის მატებას და, შესაბამისად, ოფლიანობას.

რაც შეეხება ოფლიანობის შემამცირებელ საკვებ პროდუქტებს, ეს ძირითადად მწვანილეულია — დაკეპილი კამა, პიტნა, ანისული და სხვა არომატული ბალახეული.

„პიტნა დამამშვიდებელი საშუალებაა, მაში შემავალი ეთერზეთები ნერვულ სისტემას ამშვიდებს. და რაც უფრო მშვიდია ის, მით ნაკლებ ოფლს გამოყოფს ორგანიზმი“, — განმარტა სპეციალისტმა.

ექიმის თქმით, თუ გსურთ, რომ ოფლს მძაფრი სუნი არ ჰქონდეს, ცხელ ამინდებში არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეაზავოთ კერძები კურკუმით. საქმე ისაა, რომ კურკუმა გოგირდს შეიცავს, რომელიც ოფლის სუნს აძლიერებს.

  • გარდა ამისა, ოფლის სუნს აძლიერებს კოფეინის შემცველი პროდუქტებიც – ყავა, შავი და მწვანე ჩაი. კოფეინის მოქმედება კაპსაცინისას ჰგავს, ამიტომ ექიმი ცხელ ამინდებში უბრალო წყლის სმას გირჩევთ.

რაც შეეხება ოფლიანობისა და მისი სუნის შესუსტებას, საამისოდ კარგია გოგრის თესლი. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს საკმაოდ მძიმე პროდუქტია, მისი დოზის გადაჭარბებას უკუშედეგის გამოწვევა შეუძლია. ექიმის თქმით, გოგრის თესლის ნორმა ერთ ჯერზე — მაქსიმუმ 20-30 გრამია.

თემები:
ექიმი გირჩევთ (167)

მთავარი თემები