23:58 05 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6780
  • 100 RUB4.2550
  • USD3.1022
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ექიმი გირჩევთ (169)
11910

გერმანელი სპეციალისტი ვიდეოზე გასწავლით უმარტივეს მოძრაობებს, რომელთა მეშვეობითაც სუნთქვას მედიკამენტების გარეშე გაიხსნით.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ცხვირის გაჭედილობის მოხსნა სპეციალური სპრეის გარეშეცაა შესაძლებელი, თუ ჩვეულებრივი გასაღების მეშვეობით სავარჯიშო გეცოდინებათ, აცხადებს გერმანიაში ჩინური მედიცინის ინსტიტუტის სპეციალისტი იოჰანეს გრეტენი.

​„ცხვირის გაჭედვას შეგიძლიათ უმკურნალოთ ე.წ. მაგიურ სამკუთხედში გარკვეული მოძრაობებით, რომელიც ადამიანის ცხვირის სინუსების გარშემოა განლაგებული“, — ციტირებს გრეტენს პორტალი focus.de და იქვე თვალსაჩინო ვიდეოსაც აქვეყნებს (გადადით ბმულზე).

მეთოდიკის თანახმად, გასაღები წვერით ჯერ იმ ნესტოზე უნდა მიიდოთ გვერდიდან, რომლით სუნთქვაც უფრო გიჭირთ, და რვა-რვაჯერ უნდა დაატრიალოთ ორივე მიმართულებით. მერე იგივე პროცედურა უნდა ჩაიტაროთ მეორე ნესტოზეც.

ამის შემდეგ გასაღები უნდა მიიდოთ შუბლის ცენტრში — წარბებშუა რკალს ოდნავ ზემოთ წერტილში, და იგივე მოძრაობები უნდა ჩაატაროთ (რვა-რვა დატრიალება ორივე მიმართულებით) სამჯერ.

როგორც იოჰანეს გრეტენი ირწმუნება, ეს ოპერაცია ერთ წუთში ხსნის ცხვირის გაჭედილობას და სუნთქვას აიოლებს.

თემები:
ექიმი გირჩევთ (169)

მთავარი თემები