14:39 16 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8492
  • 100 RUB4.4160
  • USD3.1751
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ექიმი გირჩევთ (132)
13717 0 0

ექიმის თქმით, დადგენილ ნორმაზე მეტი რაოდენობის გარგარს შეუძლია აბსოლუტურად ჯანმრთელ ადამიანებსაც კი შეუქმნას პრობლემები.

თბილისი, 10 ივნისი − Sputnik. რამდენი გარგარის ჭამა შეიძლება დღეში ისე, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს და ვის ეკრძალება კატეგორიულად ეს ხილი, ამ კითხვებზე პასუხს ენდოკრინოლოგი და დიეტოლოგი ტატიანა ბოჩაროვა იძლევა.

„გარგარი არ შეიძლება მიირთვათ მშიერ კუჭზე − ამან შეიძლება მონელების პრობლემები გამოიწვიოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანს აქვს გასტრიტი (რემისიის სტადიაზეც კი), კუჭის წყლული, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ან პანკრეატიტი“, − აცხადებს ექიმი.

მისი თქმით, თუ ადამიანს ჩამოთვლილთაგან რომელიმე დაავადება აქვს გამწვავებული, ჯობს მან საერთოდ უარი თქვას გარგარზე.

სპეციალისტი აღნიშნავს, რომ გარგარი ლიმონისა და ვაშლის მჟავებს შეიცავს, ამიტომ ხილმა შესაძლოა გააღიზიანოს ლორწოვანა და გულძმარვა გამოიწვიოს.

რაც საყურადღებოა, ირკვევა, რომ საჭიროზე მეტი რაოდენობის გარგარს შეუძლია აბსოლუტურად ჯანმრთელ ადამიანებშიც კი გამოიწვიოს დიარეა − ასეთ შემთხვევაში მას საფაღარათე მოქმედება აქვს.

  • „გარგარის მაქსიმალური რაოდენობა, რომელსაც ორგანიზმი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიუყენებლად გადაამუშავებს − დღეში 200-300 გრამია. ამასთან, უნდა გაითვალისწინოთ, რომ გარგარი ასეთი რაოდენობით არ უნდა მიირთვათ სხვა ხილთან ერთად“, − აზუსტებს ენდოკრინოლოგი.

გარდა ამისა, სპეციალისტი ამბობს, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების მქონეებისთვის ასევე არ არის რეკომენდებული გარგარის ჩირი კურაგა, ვინაიდან მასში დიდი რაოდენობით შაქარი შედის, რომელიც საკვებ ბოჭკოებთან კომბინაციაში მეტეორიზმს იწვევს.

თემები:
ექიმი გირჩევთ (132)

მთავარი თემები