როგორ ამოვიცნოთ საშიში „ჭორფლი“: ონკოდერმატოლოგი განმარტავს

© Pexels / Alexander Stemplewskiახალგაზრდა ჭორფლიანი ქალი შლაპით
ახალგაზრდა ჭორფლიანი ქალი შლაპით - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
გამოწერა
ირკვევა, რომ ადამიანებს ხშირად ეშლებათ ერთმანეთში უვნებელი ჭორფლი და მზის ლენტიგო, რომლის ერთ-ერთი ფორმა უკიდურესად საშიშია სიცოცხლისათვის

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ჭორფლი —ეს მცირე ზომის პიგმენტური ლაქებია კანზე, ზოგი მათგანი შესაძლოა საშიში იყოს ადამიანისთვის, განაცხადა რადიო Sputnik−თან ინტერვიუში ონკოდერმატოლოგმა ნატალია გაიდაშმა.

ხალები ქალის სახეზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2020
მეთოდი ABCDE: როგორ დავადგინოთ კანის კიბო ადრეულ ეტაპზე

მისი თქმით, ჭორფლი ულტრაიისფერ სხივებზე დაცვითი რეაქციია და ძირითადად ახალგაზრდებისთვისაა დამახასიათებელი, მისი გაჩენა ადამიანის ფოტოტიპზეა დამოკიდებული.

სპეციალისტის განმარტებით, არსებობს ფოტოტიპის სამი შემადგენელი: კანის, თმისა და თვალების ფერი.

  • პირველ ფოტოტიპს განეკუთვნებიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან ღია ფერის კანი და ასევე ღია ფერის თვალები აქვს. ისინი აუცილებლად იწვებიან ულტრაიისფერ სხივებთან ნებისმიერი კონტაქტისას;
  • მეორე ფოტოტიპი — ეს  ის შემთხვევაა, როდესაც თმა და კანი გამუქებას იწყებს, თვალები კი კვლავაც ღია ფერისაა;
  • მესამე ფოტოტიპი — ეს შედარებით მუქი კანი და თმებია, რა დროსაც თვალები შეიძლება იყოს როგორც ცისფერი, ისე ყავისფერი;
  • მეოთხე ფოტოტიპი — სრულიად მუქი კანი, თმები და თვალები;
  • მეხუთე ფოტოტიპი — ეს უკვე ნეგროიდული რასაა.

როგორც ონკოდერმატოლოგი ამბობს, ჭორფლი ყველაზე ხშირად პირველი და მეორე ფოტოტიპის ადამიანებში ჩნდება, მესამეში ის უკვე ძალიან იშვიათად გვხვდება. როგორც წესი, ჭორფლი სხეულის იმ ადგილებში ჩნდება, რომლებსაც მზის სხივები ხვდება.

ექიმი უსინჯავს პაციენტს პულსს - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2019
რაზე შეიძლება მიანიშნებდეს ხელის კანის ფერი და მგრძნობელობა: 11 საგანგაშო სიმპტომი

ირკვევა, რომ ადამიანებს ჭორფლი ძალიან ხშირად ეშლებათ მზის ლენტიგოში — პიგმენტაციაში, რომელიც ასევე ულტრაიისფერი სხივების გავლენით ჩნდება უფრო მოზრდილი ასაკის ხალხში და დიდი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება. ეს მაშინ, როდესაც ჭორფლი, როგორც წესი, გაზაფხულზე ჩნდება და შემოდგომაზე ქრება. 

ექიმის თქმით, ჩვეულებრივი ჭორფლი ნებისმიერ ასაკში შეიძლება გადაიქცეს ლენტიგოდ, თუმცა მათი ერთმანეთისგან გარჩევა არც ისე ძნელია.   

„ჭორფლისადმი მიდრეკილ ადამიანებში ძალიან დიდია კანის დამწვრობისა და ჭორფლის ლენტიგოდ გარდაქმნის რისკი. ანუ, თუ ადამიანი მზეზე დაიწვა და კანზე პიგენტური ლაქები გაუჩნდა, ეს უკვე ჭორფლი კი არა, ლენტიგოა. როგორც წესი, ის ჭორფლზე მსხვილია და მუქიც“, — განმარტა მედიკოსმა.

ამასთან ონკოდერმატოლოგი აღნიშნავს, რომ მზის ლენტიგო არ უქმნის ადამიანს დისკომფორტს და მისი მკურნალობა საჭირო არ არის, თუმცა კონტროლი აუცილებელია, რათა შემთხვევით ლენტიგო−მელანომა — კანის ძალიან საშიში ონკოდაავადება — არ გამოგვეპაროს.

შესაბამისად სპეციალისტი ურჩევს პირველი და მეორე ფოტოტიპის ადამიანებს, შემოდგომობით ყოველწლიურად ჩაიტარონ დერმატოლოგიური გამოკვლევა.

ყველა ახალი ამბავი
0